ადამიანი

ვიკიციტატიდან

ციტატები[რედაქტირება]

[რედაქტირება]

  •  

„კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს და არა ჯამაგირი კაცს.“

  ჭაბუა ამირეჯიბი
  •  

„ადამიანები არაფერს ისე უხალისოდ არ იღებენ, როგორც რჩევებს.“

  ჯოზეფ ადისონი

[რედაქტირება]

  •  

„ადამიანების ერთმანეთის არც გარეგნობა მოსდით თვალში და არც საქციელი. სხვისი მოქმედება, ყოფაქცევა, აზრები გამოთქმები, არაფერი ეპიტნავებათ, არაფერი აკმაყოფილებთ. ერთი რაღაცას ყვება, ამბობს ან კითხულობს, მეორე კი ამ დროს წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში თვითონ რას გააკეთებდა, რას გაიზიარებდა, რას დაწერდა. ადამიანი ისეა სავსე საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის ადგილი აღარ რჩება.“

  ჟან დე ლა ბრუიერი
  •  

„ადამიანები, რომელთაც მეტად ბევრი ხინჯი აქვთ, უწინარეს ყოვლისა, მათ სხვებში ამჩნევენ.“

  ფრენსის ბეკონი
  •  

„ ადამიანი — ცოცხალი წინააღმდეგობაა და ამ ხარისხში ცოცხალი გამოცანაა.“

  სერგეი ბულგაკოვი

[რედაქტირება]

  •  

„ადამიანებთან ურთიერთობა სახმაოდ რთული ხელოვნებაა! რამდენი ინდივიდიცაა, იმდენია ხსიათი!“

  ანა კალანდაძე

[რედაქტირება]

  •  

„ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ შორეული ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ; ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს.“

  — ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ადამიანების შეცნობა უფრო ადვილია საერთოდ, ვიდრე ერთი კაცისა კერძოდ.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო

[რედაქტირება]

  •  

„ადამიანები უცვლელი კანონებით იმართებიან: არსება, რომელიც ჭკუითაა დაჯილდოებული განუწყვეტლივ აღვევს ღმერთის და თავის მიერ დადგენილ კანონებს.“

  შარლ ლუი დე მონტესკიე

[რედაქტირება]

  •  

„ადამიანები დაანაწილეთ არა მათი სიმდიდრისა და მდგომარეობის მიხედვით, არამედ მათი ზნეობრივი ღირსებების მიხედვით.“

  მაქსიმილიან რობესპიერი
  •  

„ადამიანები იყავით ადამიანურნი, ეს თქვენი პირველი მოვალეობაა.“

  ჟან-ჟაკ რუსო

[რედაქტირება]

  •  

„ადამიანები მეტად ლმობიერნი არიან. ისინი მზად არიან, ყველაფერი შეიწყნარონ, გარდა გენიისა.“

  ოსკარ უაილდი

[რედაქტირება]

  •  

„ადამიანი მიჩვეულია შაბლონებით აზროვნებას.ჩვენ თვითონ სიმარტივისთვის ვქმნით შაბლონებს და მერე ისე ვეპყრობით ,თითქოს ღვთით დაწესებული კანონი იყოს.რა მოეთხოვება კაცს? ან ვისგან მოეთხოვება? კაცი იმას აკეთებს, რაზედაც სინდისი გაწვდება. სინდისს კი ყველა საკუთარი მტკაველით ზომავს.“

  ჯემალ ქარჩხაძე

[რედაქტირება]

  •  

„ადამიანები ვერ იტანენ იმას, ვინც აგრძნობინებს მათ თავიანთ არასრულფასოვნებას.“

  ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი
  •  

„ადამიანები და არა კედლები, ქმნიან ქალაქებს.“

  ჩინური ანდაზა