ავგუსტინე ნეტარი
ვიკიციტატიდან
ავგუსტინე ნეტარი (ლათ. Augustinus Sanctus), ავგუსტინე ავრელიუსი (დ. 13 ნოემბერი, 354, ტაგასტი, ჩრდილოეთი აფრიკა — გ. 28 აგვისტო, 430, ჰიპონი, ჩრდილოეთი აფრიკა), ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი.
- სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს, არამედ ჩვენს წარმოდგენებს მათზე.
- მეგობრობა ერთი სულია სხვადასხვა სხეულში.
- არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ.
- შეიმეცნე, რათა გწამდეს, გწამდეს, რათა შეიმეცნო.
- უბედურია ყოველი სული, რომელიც სიყვარულით ემსჭვალვის იმას რაც მოკვდავია. რადგან ამ უკანასკნელის დამკარგავს სიცოცხლე აუტანელ ტანჯვად ექცევა. სწორედ მაშინ გრძნობს მთელი სიმძაფრით თავზარდამცემ უბედურებას, თუმცა უბედური იყო მანამდეც, ვიდრე თავისი სიყვარულის საგანს დაკარგავდა