ალბერტ აინშტაინი

ვიკიციტატიდან

(გადმომისამართდა აინშტაინი, ალბერტ-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინი (გერმ. "Albert Einstein") ( დ. 14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია ― გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ), ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.


  • ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება.


  • მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.


  • ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.


  • ღმერთი კამათელს არ თამაშობს! (ალბათობის თეორიაზე გაღიზიანებულმა თქვა ეს სიტყვები)


  • პოლიტიკა უფრო რთული რამაა, ვიდრე ფიზიკა.


  • მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც საკმაოდ სწრაფად მოდის.



  • კაცები იმიტომ ქორწინდებიან ქალებზე, რომ იმედოვნებენ, ისინი არასდროს შეიცვლებიან, ქალებს კი ,პირიქით, იმედი აქვთ, შეძლებენ კაცების შეცვლას. საბოლოოდ ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება.


  • რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება, ერთი და იგივე ხის სხვადასხვა ტოტებია.


  • მეცნიერება არის კაცი, რომელიც ამჯობინებს, გამოთვალოს, ვიდრე ივარაუდოს.


  • გენიალურობა სიმარტივეშია.


  • ცოდნა საჭიროა, მაგრამ ცოდნაზე უფრო საჭირო ფანტაზიის უნარია.


  • ღმერთისთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ბრძენი და ერთნაირად სულელნი ვართ.


  • ჟეშმარიტება არის ის, რაც უძლებს ექსპერიმენტებს.


  • გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.


  • ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.


  • როცა ჩნდება მნიშვნელოვანი პრობლემა, მას იმავე აზროვნების დონით ვერ გადავწყვეტთ , რომელზეც ჩვენი გონება იმყოფებოდა, როცა ეს პრობლემა შექმნა.


  • გეომეტრიის აქსიომები ვინმეს ინტერესს რომ ეხებოდეს, მათ უეჭველად უარყოფდნენ.


  • მხოლოდ მაშინ გესმის რაიმე საფუძვლიანად, თუკი შეგიძლია ეს ბებიაშენსაც კი აუხსნა.


  • იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.


  • ყველაზე რთულია გაიგო, რატომ იხდი საშემოსავლო გადასახადს.


  • ოცნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა.



პირადი ხელსაწყოები