ალბერტ აინშტაინი
ვიკიციტატიდან
ალბერტ აინშტაინი (გერმ. "Albert Einstein") ( დ. 14 მარტი, 1879, ულმი, გერმანია ― გ. 18 აპრილი, 1955, პრინსტონი, აშშ), ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
- არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება.
- ინტერვიუდან ალფრედ ვერნერთან, „Liberal Judaism“ 16 (აპრილ-მაისი 1949), 12. აინშტაინის არქივი 30-1104. დამოწმებულია „The New Quotable Einstein“-ში ალის კალპრაისის მიერ (2005), გვ. 173.