ალექსანდრე დიუმა (უმცროსი)
ვიკიციტატიდან
ალექსანდრე დიუმა (უმცროსი) (Alexandre Dumas der Jüngere) (27 ივლისი, 1824 – 27 ნოემბერი, 1895) - ალექსანდრე დიუმას ვაჟი, რომელიც გაყვა მამის კვალს და გახდა ცნობილი მწერალი და დრამატურგი.
- ნურასდროს დააფასებ ფულს ნურც მეტად და ნურც ნაკლებად, ვიდრე იგი ღირს, რადგანაც იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი.
- ისტორია არის ლურსმანი, რომელზეც ვკიდებ რომანებს.
- ქალს შეგიძლიათ ჰკითხოთ რატომ ტირის, მაგრამ არასდროს ჰკითხოთ რატომ ტიროდა, მას ეს არ ახსოვს.
- ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით, თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ : მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა.
- ყოველგვარ უბედურებას ორი წამალი აქვს: დრო და სიჩუმე.
- რაოდენ კარგადაც არ უნდა ლაპარაკობდე, როცა ბევრს ლაპარაკობ, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვი.


