ალფრედ ჰიჩკოკი
ვიკიციტატიდან
სერ ალფრედ ჰიჩკოკი (Sir Alfred Joseph Hitchcock; დ. 13 აგვისტო, 1899, ლონდონი - 29 აპრილი, 1980, ლოს-ანჟელესი) — კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას თრილერის ჟანრში.
- მე რომ „კონკია“ გადამეღო, ეტლში გვამს დაუწყებდნენ ძებნას.
- ფილმის ხანგრძლივობა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს მაყურებლის შარდის ბუშტის გამძლეობას.
- მიყვარს,როდესაც ჩემი მაყურებლების ნერვებზე ისევე ვუკრავ, როგორც პიანინოზე.
- დისნეის საუკეთესო მეთოდი აქვს მსახიობთა შერჩევის- თუკი არ მოეწონება რომელიმე მათგანი, უბრალოდ წაშლის მას.
- სასპენზის ჩვეულებრივ ფორმათა შორის უმთავრესია, რომ პუბლიკა სრულყოფილად ინფორმირებული იყოს მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ,. წინააღმდეგ შემთხვევაში სასპენზი არ იქნება.
- მე ფილანტროპი ვარ- ვაძლევ ხალხს იმას, რაც მათ სურთ. ხალხს უყვარს, როდესაც მათ ვინმე აშინებს.
- ქერათმიანები ყველაზე კარგად ერგებიან მსხვერპლის როლს. ისინი სპეტაკ თოვლს გვანან, რომელზეც სისხლიანი ნაფეხურები რჩება.
- ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ მან დააბრუნა მკვლელობა თავის ნამდვილ სახლში.
- ფილმებში მკვლელები ყოველთვის ძალიან სუფთა არიან. ჩემს ფილმებში მე ვაჩვენებ, როგორი რთული და ჭუჭყიანი საქმე არის მკვლელობა.
- ადამიანი მთლად ღარიბი არ არის, სანამ ჯერ კიდევ შეუძლია გაღიმება.
- ფილმების გადაღება, ჩემთვის, უპირველესად, ნიშნავს ისტორიის მოყოლას. ისტორია შეიძლება არ იყოს მართალი, მაგრამ არ შეიძლება იყოს ბანალური. ის უნდა იყოს დრამატული და ადამიანური. დრამა არის ცხოვრება, საიდანაც ამოჭრილია მოსაწყენი მომენტები
- François Truffaut: Truffaut, Hitchcock. Diana-Verlag, 1999, ISBN 3-8284-5021-0, გვ. 91
- რამდენადაც წარმატებულია ნაძირალა, იმდენად წარმატებულია ფილმი
- François Truffaut: Truffaut, Hitchcock. Diana-Verlag, 1999, ISBN 3-8284-5021-0, გვ. 187
- მელოდრამა ერთადერთია, რისი გაკეთებაც მართლაც შემიძლია
- Paul Duncan: Alfred Hitchcock, The complete Films. Deutsch im Taschen-Verlag, Köln, 2003, ISBN 3-8228-1671-X, გვ. 10
- მე ჯერ კიდევ არ გადამიღია ჩემი უკანასკნელი ფილმი. ტოპაზი ჩემი 51-ე ფილმია, მაგრამ როდის გადავიღებ ჩემს უკანასკნელ ფილმს, ჩემთვის, ჩემი დამფინანსებლებისთვის და ღმერთისთვის ჯერჯერობით უცნობია
- Donald Spoto: Alfred Hitchcock und seine Filme, Wilhelm Heyne Verlag, 1999, ISBN 3-453-15746-X, გვ. 589
- თუ მოვინდომებთ ყველაფრის ანალიზს და ყველაფრის მართებულობისა და ჭეშმარიტების მიხედვით კონსტრუირებას, მაშინ ფილმების შინაარსი არ აღმოჩნდება ამ ანალიზის შესაბამისი და ერთადერთიღა დაგვრჩება: გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები
- François Truffaut: Truffaut, Hitchcock. Diana-Verlag, 1999, ISBN 3-8284-5021-0, გვ. 89
- ჩვენ, რეჟისორები, ვხდით ფილმს წარმატებულს. რეჟისორის სახელი პუბლიკის ცნობიერებაში პროდუქტის ხარისხის თანაბარზომიერად ხვდება. მსახიობები მოდიან და მიდიან, რეჟისორის სახელი კი მაყურებლის მეხსიერებას ნათლად უნდა შემორჩეს.
- Paul Duncan: Alfred Hitchcock, The complete Films. Deutsch im Taschen-Verlag, Köln, 2003, ISBN 3-8228-1671-X, გვ. 9
- მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შიშის ატმოსფერო ფილმში უნდა შეიქმნას მხოლოდ კინემატოგრფიული მეთოდებით
- იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი
- მხატვრულ ფილმში რეჟისორი გვევლინება ღმერთად, ხოლო დოკუმენტურში ღმერთი გვევლინება რეჟისორად