აპოფთეგმები

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოფთეგმები (ბერძნ. apophthegma - სხარტი, ღრმააზროვანი გამონათქვამი) ფილოსოფოსთა და გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების, აგრეთვე მათი ცხოვრების ამსახველი ამბებისა და თქმულებების ძველი კრებულები, რომელთა მიზანი იყო მკითხველთა ზნეობრივი დარიგება და განსწავლა. აპოფთეგმებს საფუძველი ჩაეყარა ანტიკურ საბერძნეთში და ფართოდ გავრცელდა როგორც ძველ სამყაროში, ისე შუა საუკუენეებში.


  • შეინანენ, რამეთუ მოახლებულ არის სასუფეველთა ცათა - მათე
  • ითხოვდეთ და მოგცეს თქუენ; ეძიებდეთ და ჰპოოთ; ირეკდით, და განეღოს თქუენ - მათე
  • არ განსცადო უფალი ღმერთი შენი - მათე
  • ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა - ფსალმუნნი
  • რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისა, ვითარცა ყრმა, ვერ შევიდეს მას შინა - ლუკა
  • მსგავსი მსგავსს ნახავს - ჰომეროსი
  • მირთმეულ ლუკმას მიაგებეს ხელი გმირებმა - ჰომეროსი
  • მიწას კბილებით ჩააფრინდება - ჰომეროსი
  • პარისის მსჯავრი - ჰომეროსი
  • ოლიმპიური სიმშვიდე - ჰომეროსი
  • ღმერთმა უწყის - ჰომეროსი
  • სიზიფეს შრომა - ჰომეროსი
  • ცრემლნარევი სიცილი - ჰომეროსი
  • ტანტალოსის ტანჯვა - ჰომეროსი
  • პელიონის ოსაზე შედგმა - ჰომეროსი
  • ხალხის აზრი დიდი ძალაა - ესქილე
  • ნახევარი მთელზე მეტია - ჰესიოდე
  • ოქროს საუკუნე - ჰესიოდე
  • უგუნური კაცი შეიძლება ყოველგვარმა მოძღვრებამ გაიტაცოს - ჰერაკლიტე
  • უგუნურ შეგრძნებების მინდობა ტლანქი სულის თვისებაა - ჰერაკლიტე
  • კანონი რა შავ ქვად გინდათ, როცა სათავეში არამზადები სხედან - ჰერაკლიტე
  • მუდამ სხვების მძრახვას მეგობრობა არ შეუძლია - დემოკრიტე
  • სიმამაცე ბედისწერის დარტყმებს არარაობად აქცევს - დემოკრიტე
  • ვისაც კარგი სიძე შეხვდა, მას ვაჟიშვილი შეეძინა, ვისაც ცუდი - მან ასულიც დაკარგა - დემოკრიტე
  • საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ჰბადებს - დემოკრიტე
  • რაკი ხელისუფლება ჩაგაბარეს, ნუ იყოლიებ თანამდებობაზე ცბიერ ადამიანებს, თორემ მათი ცოდვები შენ დაგბრალდება, როგორც უფროსს - სოლონი
  • ადამიანთა ჭეშმარიტი საუნჯე შრომის უნარია - ეზოპე
  • ნამდვილი მეგობარი ჭირში იცნობა - ეზოპე
  • Hic Rhodous, hic salta (როდოსი აქ არის, აქვე გადახტი) - ეზოპე
  • მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი არ ვიცი - სოკრატე
  • ცოლს მოიყვან თუ არ მოიყვან, სულერთია, მაინც ინანებ - სოკრატე
  • შეგნებული გქონდეს მოვალებოა და არ შეასრულო - ეს ლაჩრობაა - კონფუცი
  • ნამდვილი შეცდომები ის შეცდომებია, რომლებიც არ სწორდება - კონფუცი
  • დაუდევრებს ბედნიერება არ შველით - სოფოკლე
  • ღმერთს ვისი დაღუპვაც სურს, ჯერ დააბრმავებს - სოფოკლე
  • ერიდე სათაკილო საქმეს - ხილონი
  • ჭოტი ათენში ვინ ჩაიყვანა? - არისტოფანე
  • როცა ელნნი ერთსულოვანნი იყვნენ, მათ ვერაფერს დააკლებდა თუნდაც მთელი კაცობრიობა - ჰეროდოტე
  • ქჰმენ დიადი ისე, რომ ნუ შეჰპარდები დიადს - პითაგორა
  • ცრუმორწმუნეობას მამასავით სჯერა ლაყბობისა - პითაგორა
  • ან გამარჯვება ისწავლეთ, ან გამარჯვებულთან მეგობრობა - ფოკინე
  • ჭკვიანი კაცი მტრისგან სწავლობს - არისტოფანე
  • სირცხვილი - ერთგვარი შიშია უპატიოსნობისა - არისტოტელე
  • ვინც ღმერთებს უყვარს, ის ადრე კვდება - მენანდრე
  • მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას - არქიმედე
  • De mortuis aut bene, aut nihil (ან კარგი /უნდა ითქვას/, ან არაფერი) - დიოგენე
  • Nosce te ipsum (ჭკვიანისთვის საკმარისია) - პლავტე
  • Homo homini lupus ets (ადამიანი ადამიანისთვის მგელია) - პლავტე
  • სიმამაცე უბრედურების ჟამს განსაცდელს ანახევრებს - პლავტე
  • Ars longa, vita brevis (ხელოვნება ვრცელია, სიცოცხლე - მოკლე) - ჰიპოკრატე
პირადი ხელსაწყოები