არისტოტელე
ვიკიციტატიდან
არისტოტელე (ბერძნ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (* ძვ. წ. 384, სტაგირა, მაკედონია ― † ძვ. წ. 322, ქალკიდა), ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.
- გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.
- ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.
- პლატონი ჩემი მეგობარია,მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი.
- ადამიანი თავისი ბუნებით არის პოლიტიზირებული ცხოველი.
- ყოველი შემეცნება გავკვირვებით იწყება.*იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.
- სიცოცხლე ითხოვს მოძრაობას.
- ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული-საღი გონებაა ადამიანის სხეულში.
- გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.
- ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი- ნაწილია ჩვენი სულის.
- კარგი დასაწყისი - ნახევარია საქმისა.
- ვაჟკაცი ისაა,ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.
- სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.

