არტურ შოპენჰაუერი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურ შოპენჰაუერი

არტურ შოპენჰაუერი (დ. 22 თებერვალი, 1788 - გ. 21 სექტემბერი,1860 ), გერმანელი ფილოსოფოსი. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია "სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა" (1819).

  • ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
  • ცხოვრება ბიზნესია,რომელიც ვერ ფარავს დანახარჯებს.
  • ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.
  • სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.
  • იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.
  • ყოველი დღე- პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება- პატარა დაბადება, ყოველი დილა- პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი- პატარა სიკვდილი.
  • ყოველი ჩვენგანი რომ არ იყოს დაინტერესებული საკუთარი თავით, ცხოვრება იქნებოდა იმდენად უინტერესო, რომ ვერცერთი ვერ გავუძლებდით მას.
  • ახალგაზრდობის თვალსაზრისით, ცხოვრება უსასრულოდ გრძელი მომავალია, სიბერის თვალსაზრისით კი - ძალიან მოკლე წარსული.
  • ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.
  • ამ სამყაროში მხოლოდ ორი ალტერნატივაა- იყო მარტო, ან იყო ვულგარული.
  • ყოველი ბავშვი მცირეოდენად მაინც გენიოსია,ყოველი გენიოსი მცირეოდენად მაინც ბავშვია.
  • მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია
  • მამაკაცები ბუნებით უბრალოდ გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ; ხოლო ქალები კი- დაუძინებელი მტრები.
  • გაათავისუფლო ადამიანი მისი შეცდომისაგან არ ნიშნავს, რომ მას რაღაც წაართვი, პირიქით, შენ მას მიეცი ძალიან ბევრი.
  • ცხოვრება მოკლეა, ხოლო სიმართლე დიდხანს ძლებს, ამიტომ , მოდით, ვილაპარაკოთ სიმართლე.
  • რაც უფრო ბედნიერია სიჭაბუკე, მით უფრო სევდიანია სიბერე. ამიტომ, ჭაბუკმა უნდა დაზოგოს თავისი ძალა.
ჟურ. თბილისელები; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
არტურ შოპენჰაუერი