ბასილი დიდი
ბასილი დიდი, ბასილი კესარიელი (დ. დაახლოებით 330, კესარეა კაპადოკიისა ― გ. 1 იანვარი, 379, იქვე) — ქრიატიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. გრიგოლ ნაზიანზელის მეგობარი.
სწავლებანი
[რედაქტირება]თითოეულმა ყველა საკუთარ თავზე წინ უნდა დააყენოს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 294
გავიღოთ მოწყალება, რათა ღვთისაგან უკან მივიღოთ იგი. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 305
თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 357
როგორც ჟანგი ჭამს რკინას, ასევე შური — სულს, რომელშიც იგი ცხოვრობს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 479
როგორ გეყოლებათ წესრიგში შვილები, თუ თვითონ უწესრიგო ცხოვრებას ეწევით? |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 553
შეგეძლოს თავის დამდაბლება, ეს ნიშნავს, შეგეძლოს იესო ქრისტესთვის მიბაძვა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 75
ადამიანი როცა კვდება, ყველაფერს აქ ტოვებს და თვით მისი სხეულიც მიწას მიებარება. |
ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 3
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ანდა — აწმყოზე. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 196
როგორც იქედნე დაბადებისას მშობელს კლავს, ასევე შურიც ღრღნის სულს, რომელიც მას აწვალებს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 479
თუკი არ ვიდარდებთ იმაზე, რაც არ გვაქვს, მაშინ ვისწავლით, ვმადლობდეთ იმისთვის, რაც გვაქვს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 636
უფალი ჩვენს საქმეებს უეჭველად უკეთ განაგებს, ვიდრე ჩვენ თავად წინასწარ წარმოვიდგენდით ამას. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 41
ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია; ვინც მას ფლობს, მდიდარია; ვისაც არა აქვს - ღატაკი. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 154
მწუხარება არ გამონელდება ღვინოსთან ერთად, მასთან ერთად კი სულში ახალი ბოროტება ჩნდება - ლოთობა. |
ციტატის წყარო: მემთვრალეობა, მწუხარება, ღვინო
მთელი ქვეყნიერება რომც მოვიპოვოთ, მაინც სამარეში ჩავალთ, სადაც მეფეს გლახაკისაგან ვერ განარჩევ. |
ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 3
ადამიანები ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ქარის ცვლილებასთან ერთად ჰაერში აქეთ-იქით გადაადგილდებიან. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 583
გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 563
ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 358
ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 502
დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები: მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 673
შურიანი არაფრით განსხვავდება ადამიანისგან, რომელიც არაფრით არაა დაფარული და რომელსაც ყველანი ისრებს სტყორცნიან. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 475
ნუ ვიწუწუნებთ ღვთის სამართლიანი მსჯავრის მიმართ. ჩვენ უძლურნი ვართ, ჩვენი აზრი გვქონდეს ღვთის გამოუთქმელ სამსჯავროზე. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 39
ქრონიკული ავადმყოფობები მხოლოდ უდიდესი მცდელობით, მუდმივი ძალდატანებით იკურნება; იგივე უნდა ითქვას ცოდვილ ჩვევებზეც. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 409
როგორც ჭიაღუა ადვილად უჩნდება რბილ ნაყოფს, ასევე მწუხარება ჩაისახება იმ ადამიანებში, რომლებსაც მეტად ფაქიზი ზნეობა აქვთ. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 636
რა არის პირფერობა? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 79
როგორც კიბეზე პირველი საფეხური მიწიდან იწყება, ასევე ღვთივსათნო ცხოვრებაშიც წარმატების დასაწყისი ბოროტებისგან განშორებაა. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 176
შეიძლება თუ არა დაფიცება? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 140
როცა სიმდიდრე არა გაქვს, არ უნდა ინატრო, და როცა გაქვს, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მას ფლობ, არამედ იმაზე, იცი თუ არა მისი სწორად განკარგვა. |
ციტატის წყარო: ცხონდება თუ არა მდიდარი გვ. 9
თუ მწუხარებებს არ ითმენ, ნუ ელი მომავალ გვირგვინებს, რადგან აქ არ გაგიწევია ის შრომა და ღვაწლი, რაც გვირგვინების მისაღებად არის დადგენილი. |
ციტატის წყარო: მწუხარება, მოთმინება, ცხონება
როგორც მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი მთესავს სიუხვეს მოუტანს, ასევე მშიერისათვის მიწოდებული პური შემდგომში ასმაგ სარგებელს მოგცემს. |
ციტატის წყარო: სულიერი მდელო გვ. 305
რისთვის გვეძლევა საკვები? |
ციტატის წყარო: ათასი კითხვა დედა-ეკლესიას გვ. 105