ბენჯამინ ფრანკლინი
ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა ბენჟამენ ფრანკლინი-დან)
- დრო ფულია.
- სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ 2 მათგანი მკვდარია.
- არაფერია უეჭველი გადასახადების და სიკვდილის გარდა.
- ხელთათმანებიანი კატა თაგვს ვერ დაიჭერს.
- არ უთვალთვალო მუშებს- ეს იგივეა, დაუტოვო მათ შენი საფულე, თანაც გახსნილი.
- ასწავლე შენს შვილებს გაჩუმება. ლაპარაკის სწავლას ისინი თავადაც მოახერხებენ.
- დემოკრატია უნდა იყოს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ორი მგელი და ერთი ცხვარი, რომლებიც კენჭს იყრიან იმაზე, თუ რა ჭამონ სადილისათვის.
- თუ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ერი აირჩევს უსაფრთხოებას, საბოლოო ჟამში ერთსაც დაკარგავს და მეორესაც.
- ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება.
- არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა.
- ექიმი რაც უფრო კარგი პროფესიონალია, მით მეტი უსარგებლო წამალი იცის.
- ნუ ივლი მზის გულზე, თუკი ცვილის თავი გაქვს.
- არაფრის კეთებაში ისაა პრობლემა, რომ არ იცი, როდის მორჩები.

