ბერგიუზარ ქორელი

ვიკიციტატიდან

ბერგიუზარ ქორელი (დ.  27 აგვისტო,  1982,  სტამბოლი,  თურქეთი) — თურქი მსახიობი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

წყობიდან გამოვყავარ ბავშვებისადმი უხეშ მოქცევას. ამ დროს უკონტროლო ვხდები. ზოგადად ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგი ვარ. არ შემიძლია ამის მშვიდად ყურება, ეგრევე ვფეთქდები. ბავშვები უსაფრთხო გარემოში უნდა ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ.


  •  

სილამაზის აღქმა ყველა პერიოდში განსხვავებულია. მაგრამ მე ვთვლი, რომ ნამდვილმა სილამაზემ 1920 წლიდან-1960 წლამდე გაიმარჯვა. ამ 40 წლის განმავლობაში, ქალბატონები იყვნენ ყველაზე ელეგანტურები. მაგრამ.. ფატქიურად ქალი-ქალია ყველა პერიოდში. განსხვავება მხოლოდ მსოფლხედველობაშია. მთელი ესთეტიკის ისტორიის განმავლობაში (ფილოსოფიური ბრძოლები ბუნების ხელოვნებისათვის, სილამაზისთვის და გემოვნებისთვის. შექმნა და გაცნობიერება სილამაზისა) ქალს დაესახა ამოცანა და წესები სილამაზის წარმოდგენის. როგორც ზღვა ან ცა გამოიყურება, ისე გამოიყურება ქალის უნიკალური სილამაზე. ეს მაშინ, როდესაც სული თავისუფალია და სილამაზის გამოხატულებაა. თავისუფალი სული, სილამაზეს ყველა წინაღობისგან ათავისუფლებს და გიცავს სხვა ადამიანების ჩრდილში მოქცევისგან.


  •  

იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთობები უცვლელად, საჭიროა მჭიდროდ დავხუროთ ყველა კარი.


  •  

მე არ ვთამაშობ ვარსკვლავს. ამბობენ, რომ მე არ მაქვს უფლება, სასეირნოდაც კი მაკიაჟის გარეშე გავიდე, რადგან ცნობილი ვარ. მაგრამ მე არ შემიძლია, ასეთი ცხოვრების წესის ნაწილი ვიყო, მე ვეღარ ვისუნთქებ.


  •  

დედობა დიდი პასხიმგებლობაა, გაუთავებელი შეგრძნება დანაშაულის. შვილთან გატარებული ერთი საათი, თუნდაც ჩუმად, მხოლოდ მის გვერდით, სხვასთან გატარებულ 12 საათს უდრის.. ეს დედობრივი ეგოიზმია. „მე კარგი დედა ვარ, მე ვიყავი მის გვერდით, მე გავატარე დიდი დრო მასთან“ - ფიქრობს ადამიანი.


  •  

რა შემიძლია ვთქვა მივეჩიე აზრთა სხვადასხვაობას ჩემს მიმართ. როდესაც უსაფუძვლო ჭორს ვიგებ, ერთი წამით სუნთქვა მეკვრება, მერე კი თავი ხელში ამყავს.. მე უბრალოდ ვცდილობ, ვიყო კარგი ადამიანი.


  •  

მე ვარ დედა, მე ავიტან ყველანაირ კრიტიკას, მაგრამ არა ჩემ შვილზე. ჩემს შვილს ვერავინ შეეხება. ის არის ჩემი ყველაზე მგრძნობიარე წერტილი.


  •  

მსოფლიშო ყველაზე სულელური დღე სიყვარულის დღეა, სამომხმარებლო დღეს დავარქმევდი. მე ეს დღე არ მიყვარს.


  •  

მე იმათგან ვარ, ვინც საკუთარ გრძნობებს ადვილად ვერ გამოხატავს... მეგობრების კოცნა არ მიყვარს მაგალითად... ვეხვევი... მაგრამ ძალიან ძლიერად... ჩემს გვერდით თუ ვინმე ტირის, თვალებს ძირს ვხრი და მის დუმილს ვიზიარებ. მხოლოდ ეს არის, რის გაკეთებასაც ვახერხებ.


  •  

სერიალი, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვცდილობთ ვიცხოვროთ ჩვენი გმირების ცხოვრებით და გადმოვცეთ ის ბუნებრივად.


  •  

მარტივია, იყო ადამიანი...ძალიან ძნელია, იყო ნამდვილი მამაკაცი.


  •  

მიხარია ადამიანებს ბედნიერებას რომ ვანიჭებ.


  •  

გული არ ატკინოთ, მთელი ცხოვრება მათ გვერდით გაატარეთ, ვინც თქვენ გაფასებთ, თავს კარგად გაგრძნობინებთ, ვისთანაც შეგიძლიათ იყოთ ის , ვინც სინამდვილეში ხართ. ისეთი ცხოვრება გქონდეთ, როგორი გულიც გაქვთ.


  •  

ნუ ერჩით ადამიანებს კანის ფერის და რელიგიის მიხედვით. მიეცით საშუალება, ყველა ქვეყნის რეგიონებში, ადამიანებმა იცხოვრონ მშვიდად. საკმარისია ამდენი ტრაგედია, ამდენი პატარას სიკვდილი.


  •  

არავინ დააფარებს საბანს შენს ტკივილს. ცხოვრება ცუდი ხუმრობაა, გადახდა შენი ბედით ხდება.


  •  

მე არ ვგავარ არც ერთ იმ პერსონაჟს, რომელსაც ვთამაშობ. მე უბრალოდ ბერგიუზარ ქორელი ვარ, ქალი და დედა. ზრდასრულ ასაკში ძნელია საკუთარ თავზე მაღალფარდოვნად ისაუბრო, ძნელია საუბარი იმაზეც, თუ რას ნიშნავს ქალი. არა მხოლოდ თურქეთში, მთელ მსოფლიოში ძნელია ქალად ყოფნა.მე ვფიქრობ, იყო ძლიერი ქალი -ეს გამოწვევაა.


  •  

ქალებს ყოველთვის ქონდათ გავლენა, ძველი საბერძნეთიდან დღემდე. ეს ვიცით ლეგენდებიდან, პოემებიდან, რომანებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა " დათმეს " პოზიციები და დღეს მამაკაცები დომინირებენ, არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც ქალების ძალა უბრალოდ შეუცვლელია. ჩვენს ისტორიაში ასეთი მაგალითები უამრავია. არსებობენ ძლიერი ქალები და იარსებებენ მანამ, ვიდრე სამყარო იარსებებს.


  •  

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენ სულებს უნდა, რასაც ჩვენი გულები გვკარნახობს.


  •  

ყოველი ახალი სიცოცხლის შემოქმედი- ქალები არიან. იმიტომ, რომ ქალი -ძალაა.ქალი -გონია, სინაზეა, თავგანწირვაა.ქალი -დედაა, ცოლია.ქალი -თანასწორუფლებიანია. თუ ქალი ძლიერია -საზოგადოებაც ძლიერია.