ბონი და კლაიდი (ფილმი)

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბონი და კლაიდი (ინგლ Bonnie and Clyde)- ამერიკული ბიოგრაფიული ფილმი, გადაღებული 1967 წელს რეჟისორ ართურ პენის მიერ, რომელიც აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდის მძარცველების ბონისა და კლაიდის ცხოვრებას. მიუხედავად მკვლელობებისა და ძალადობის რომანტიზაციის გამო კრიტიკისა, ფილმმა მიიღო ორი ოსკარი. 16 წლამდე ბავშვთათვის ფილმის ყურება რეკომენდებული არ არის.


  • ჩვენ ბანკებს ვძარცვავთ
  • - რომ შეგვეძლოს, თავი დავაღწიოთ ყველაფერს, დავიწყოთ ყველაფერი ხელახლა ისე, რომ არავინ მოგვდევდეს, რას იზამდი, კლაიდ?
    - გავიქცეოდი
  • ცხოვრობდა ტიპი, რომელსაც დედა გაუხდა ავად. გამოიზახა ექიმი, რომელიც ეუბნება: ”ის ავადაა და მოწყენილი. გაახალისე, დაალევინე ცოტა ბრენდი”. - ”დედა არ სვამს” - ”დაგეხმარები, ყოველდღე ასვი რძე და შიგ გაურიე ცოტა ბრენდი”. ასეც მოიქცა, შემდეგ დღეს ცოტა მეტი გაურია, შემდეგ კიდევ მეტი და ასე გაგრძელდა რამდენიმე დღეს. ერთხელაც დედა ეუბნება: ”რაც არ უნდა მოხდეს, არ გაყიდო ძროხა”
  • - ეს შენი ფულია თუ ბანკის?
    - ჩემი.
    - მაშინ დაიტოვე.
  • შემდეგ მოდიხარ სახლში და ოცნებობ გაქცევაზე, შორს ამ ყველაფრისაგან. და ,აი, ეს დღეც დადგა.
  • - ახლა საით მიემართებით?
    - არსაით. ჩვენ უბრალოდ გავრბივართ.
პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე