გალაკტიონ ტაბიძე
ვიკიციტატიდან
გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― გ. 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
[რედაქტირება] პოეზია
- დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..
- უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
- უსიყვარულოდ, (1914). ლიბ.ჯე.
- მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,...
- ის მიდიოდა ქუჩაში ერთი, (1914). ლიბ.ჯე.
- თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!
- დროშები ჩქარა, (1917). ლიბ.ჯე.
- ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
- მამული. ლიბ.ჯე.
- ცარიელ სუფრაზე როდი ლოცულობენ.
- ღამე ისე სდუმს, როგორც გატენილი თოფი.
- ღამით მინდორზე სძოვს ცხენი, ფაფარი ჯაგებში ეჩრება.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძრვნილი ვებ-გვერდი;
- ლიბ.ჯე - გალაკტიონ ტაბიძე;