გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1969, თბილისი) — საქართველოს მე-4 პრეზიდენტი 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე.
განცხადებები
[რედაქტირება]ქართველი, თავისი ინდივიდუალური შეგნებით, ევროპელია; თავისი ბუნებით - კი დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი. — საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციის ცერემონიაზე. |
ციტატის წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, 17 ნოემბერი, 2013
საქართველოს აქვს ისტორიული მისია იქცეს ევროპასა და აზიას შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად. — საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციის ცერემონიაზე. |
ციტატის წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია, 17 ნოემბერი, 2013
ფერწერულ ნახატზე რომ თქვა, რაღაც ფერი რადგან ნაკლებია, ის უმცირესიაო, ალბათ არასწორი იქნება. ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობა სწორედ იმის შედეგად იქმნებოდა, რომ მრავალი სხვადასხვა ერის წარმომადგენელი არა უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში ჰპოვებდა მშვიდობიან ნავსაყუდელს, არამედ იმის გამო, რომ სწორედ მათი მუშაობის შედეგად ყოველწლიურად და ყოველდღიურად ამ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე იქმნებოდა, მათი მებრძოლი სულის შედეგად ეს ქვეყანა მრავალი საუკუნის განმავლობაში გადარჩა. — „ტერმინი 'ეთნიკური უმცირესობა' ადეკვატური არ მგონია“, - განცხადება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. |
ციტატის წყარო: საქართველოს პრეზიდენტს ტერმინი „ეთნიკური უმცირესობა“ არასწორად მიაჩნია , საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“, 29 იანვარი, 2014.