გოდერძი ჩოხელი

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოდერძი ჩოხელი
გოდერძი ჩოხელი
  • მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.


  • ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.


  • სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...


  • სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.


  • სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.


  • თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა.


  • ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი...


  • კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე!


  • ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.


  • დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.


  • დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.


პირადი ხელსაწყოები