დალაი ლამა XIV

ვიკიციტატიდან
XIV დალაი ლამა (2007)

XIV დალაი ლამა — მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი) (ტიბ.བསྟན་འཛིན་རྒྱ་མཚོ་ ვაილი: bstan 'dzin rgya mtsho ტენძინ გჲაცო) დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

ჩვენ რომ ჩვენი პრობლემები დაგვეგროვებინა და შეგვედარებინა სხვების პრობლემების გროვასთან, მაშინათვე საკუთარს ავიღებდით ისევ.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

თუმცა ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის - ის მაინც საჩუქარია. შური - დროის უაზო ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გესაჭიროება.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

დაბერება უკეთესი ალტერნეტივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

ისეირნე ყოველ დღე. სასწაულები ყველგან ხდება.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

ცხოვრებას არ უნდა შესწავლა. შენ გაჩნდი მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.

სერიოზულად ნუ აღიქვამ საკუთარ თავს. ამას მაინც არავინ აკეთებს.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი - ის მაინც შეიცვლება.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

შენს გარდა, არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

არასდროს არის გვიან იქონიო ბედნიერი ბავშვობა, თუმცა მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

ექსცენტრიულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

მოემზადე გადაჭარბებულად და დაე, მოხდეს, ის, რაც მოსახდენია.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

თავი დაანებე ყველაფერს, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სამხიარულო.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

დაწვი სანთლები, იხმარე ხარისხიანი ზეწრები და ატარე ლამაზი საცვლები. არაფერი დაიტოვო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა - დღესაა.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

ღრმად ჩაისუნთქე. ეს აზრებს აწყნარებს.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

როცა დადგება დრო მიჰყვე იმას, რაც ამ ცხოვრებაში ნამდვილად გიყვარს, არ თქვა უარი.

ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს. ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

არ არის აუცილებელი გაიმარჯვო ყველა კამათში. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო მოსაუბრეს.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან არ გაგიფუჭოს აწმყო.

როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთ დაგეხმარება, ვიდრე მარტოობაში ტირილი.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

თუ ეჭვობ, გადადგი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი წინ.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება, არ ღირს მასზე ღელვა. თუ პრობლემა მოუგვარებელია, მაშინ მასზე ღელვა უაზრობაა.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძენი რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებაზე.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

არ მისცე უმნიშვნელო წყენას უფლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

როდესაც ხვდები რომ შეცდომა დაუშვი, ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე. საჩქაროდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

ყოველთვის გახსოვდეს, დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

იცხოვრე პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით და როდესაც მოხუცდები, გადახედე შენს ცხოვრებას, დაფიქრდი მასზე და აღმოაჩინე, კიდევ ერთხელ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისიამოვნო იმით.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

როდესაც უთანხმოება შეგექმნება მასთან ვინც გიყვარს, განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

სასიყვარულო ატმოსფერო, ოჯახური ბედნიერების საწინდარია.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

გაუზიარე ცოდნა სხვებს. ეს ერთ-ერთი გზაა უკვდავებისკენ.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

იყავი მადლიერი.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

წელიწაში ერთხელ მაინც ესტუმრე იმ ადგილს, რომელიც არასოდეს გინახავს.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით: „რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთვის მიგეღწია?“

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის „საჭიროება“.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანს და იგრძენი. რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენ მოქმედებებზე.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

გახსოვდეს რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს , ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია რომ იღბლიანი ხარ.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

თუმცა ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის - ის მაინც საჩუქარია.

  ციტატის წყარო: დალაი ლამა XIV - გამონათქვამები

  •  

შური - დროის უაზო ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გესაჭიროება.