დეილ კარნეგი
ვიკიციტატიდან
- ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.
- იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.
- საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.
- თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.
- ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის,რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება- გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.
- ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.
- ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.
- ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს - თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.
- პირველ რიგში ჰკითხე საკუთარ თავს: "ყველაზე უარესი რა შეიძლება, მოხდეს?" - შემდეგ მოემზადე, მის გადასატანად, ხოლო შემდეგ ეცადე, მიაღწიო უარესზე უკეთესს.