დემეტრე I (მეფობდა 1125-1154 წწ.) — სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი-ჰიმნოგრაფი, ვაჟი დავით აღმაშენებლისა. ერთხანს ბერად იყო არკვეცილი დამიანეს სახელით გარეჯის უდაბნოში, სადაც კედელზე მისი ფრესკა.
შემორჩენილია მისი ოთხი საგალობელი იამბიკოს სახით: ორი წმინდა შიო მღვიმელის სახელზე, ხოლო ორი ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი.