დიმიტრი ყიფიანი

ვიკიციტატიდან
დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი წმიდანად შერაცხა.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც მეტყველებს და აზროვნებს მშობლიურ ენაზე.

  ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, გვ. 5, 2016

  •  

თუკი ჩემი სამსახური სასარგებლო იქნება, პირველ რიგში იგი სასარგებლო უნდა იყოს ჩემი სამშობლოსათვის.

  ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, გვ. 5, 2016

  •  

ნამდვილი პედაგოგიკა მოითხოვს, რომ გონების გასახსნელად პირველდაწყებითი განათლება ბავშვს უსათუოდ მშობლიურ ენაზედ უნდა მიეცეს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში არ მოხდება ბავშვის ცნობიერების დაჩლუნგება - რაც უფრო უკეთ იცის მოზარდმა მშობლიური ენა, მით უფრო ადვილად ითვისებს იგი მისთვის საჭირო მეორე ენის საფუძვლებს, ფორმებს და წესებს.

  ციტატის წყარო: დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, 2016, გვ. 19-20.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დიმიტრი ყიფიანი - ამონარიდები. ხაშურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება. ხაშური, 2016.