ედგარ ალან პო
ედგან ალან პო (Edgar Allan Poe) (დ. 19 იანვარი, 1809 - გ. 7 ოქტომბერი, 1849) — ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, კრიტიკოსი და ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელ რომანტიკოსთაგან.
ციტატები [რედაქტირება]
|
|
მთელი ცხოვრება საშინელებათა თეატრია. |
|
|
ყველას უყვარდა, თუმცა ყველამ მიატოვა. |
|
|
მორალი? და რა არის ეს? |
|
|
ანგელოზთ ბევრად უბედურთ ცაში შევშურდით აქ მე და ის. |
|
|
ადამიანური წარმოსახვა დემონია- ნუ გააღვიძებთ მას, თორემ დავიღუპებით, ის ჩვენ შეგვჭამს. |
|
|
მე სულ სხვა რამ მაქვს მხედველობაში: ააქვს თუ არა იმედი ჩემნაირ არარაობას? |
|
|
მე არასდროს მჯეროდა მოჩვენებების არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდნენ და ყველგან თან დამსდევდნენ. |
|
|
შემთხვევითი ინტერვალებით მე ჭკუიდან მშლიდა საშინლად საღი გონება. |
|
|
ნებისმიერი სახის სილამაზე, თუკი ის უზადოა, უცილობლად მიიყვანს მგრძნობიარე სულის ადამიანს ცრემლებამდე. |
|
|
თუ გსურს, სამუდამოდ დაივიწყო რაიმე, მაშინ შთააგონე შენს თავს, რომ ეს აუცილებლად უნდა დაიმახსოვრო. |
|
|
ის, რაც მე მიყვარს, მიყვარს მხოლოდ მარტოობაში. |
|
|
ბავშვობაში მე არ ვიყავი ისეთი, როგორიც სხვები, მაგრამ ვხედავდი ისე, როგორც ხედავდა ყველა. |
|
|
ისინი, ვინც სიზმრებს ცხადად დღისით ხედავენ, ყოველთვის უფრო წინ მიიწევენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ ღამით, დაძინებისას ხედავენ მას. |
|
|
დიდი უბედურებაა არ გქონდეს მარტოდ დარჩენის საშუალება. |
|
|
ვერც ეს სული და ვერც ეს აჩრდილი, რომელიც ხალიჩაზე წევს, ვერასდროს ვერ წამოდგებიან. |
|
|
მე ძლიერი რწმენა მაქვს სულელების მიმართ, რასაც ჩემი მეგობრები თვითრწმენას უწოდებენ. |
|
|
სინამდვილეში ადამიანი ბედნიერია — ის ცხოვრობს მოლოდინში, რომ ბედნიერება წუთი-წუთზე დადგება. |
|
|
უცოდინრობა ეს ბედნიერებაა, სულყოფილი კი მაშინაა, როდესაც ღრმად ხარ დარწმუნებული, რომ არ იცი. |
|
|
ჭაღარა თმები — ეს წარსულის არქივია. |