ენდი უორჰოლი

ვიკიციტატიდან

(გადმომისამართდა ენდი ვორჰოლი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენდი უორჰოლი (Andy Warhol) (6 აგვისტო,1928 – 22 თებერვალი,1987) - ამერიკელი მხატვარი, რეჟისორი, მსახიობი, გამომცემელი და მთავარი ფიგურა პოპ-არტისა.


  • წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად მთავრდება ხელოვნება და იწყება რეალობა.


  • ყოველთვის ამბობენ, რომ დრო ცვლის სამყაროს, მაგრამ სინამდვილეში, აუცილებელია, შენვე შეცვალო იგი .


  • ადამიანებს უნდა უყვარდებოთ თვალდახუჭულებს. უბრალოდ დახუჭეთ თვალები.... ასეთი სიყვარული ხომ უბრალო სასწაულზე მეტია!


  • წარმოსახვაში სიყვარული გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცხოვრებაში. გაცილებით მგზნებარე ურთიერთლტოლვა წარმოიქმნება ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს არ ხვდებიან.


  • მეშინია იმისა, რომ თუ ზედმეტად დიდხანს ვუცქერ რაიმე საგანს, ის ჩემს თვალში გაუბრალოვდება და ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს.


  • ყველაზე მშვენიერი რამ ტოკიოში- ეს მაკ-დონალდსია. ყველაზე მშვენიერი რამ სტოკჰოლმში- მაკ-დონალდსი. პეკინსა და მოსკოვში კი ჯერჯერობით არაფერია მშვენიერი.


  • ხანდახან რაიმე ლამაზად გვეჩვენება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტათი განსხვავდება გარემომცველი საგნებისაგან.


  • როცა უკვე აღარ გაინტერესებს ის, რაც ცოტა ხნის წინ სიგიჟემდე გინდოდა შენი ყოფილიყო, ის მაშინვე თავისსთავად გივარდება ხელში. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს აბსოლიტური აქსიომაა.


  • როცა მე ვიყურები სარკეში, დანამდვილებით ვიცი, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ ისე, როგორც სხვები მიყურებენ, იმიტომ, რომ ისეთად აღვიქვამ თავს, როგორიც მინდა, რომ სხვებმა დამინახონ.


  • მე არასდროს ვკითხულობ ხოლმე . მე უბრალოდ ვუცქერ სურათებს.
პირადი ხელსაწყოები