ვალერიან გაფრინდაშვილი

ვიკიციტატიდან
ტიციან ტაბიძე და ვალერიან გარფინდაშვილი

ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი (* 21 დეკემბერი, 1888/2 იანვარი, 1889, ქუთაისი ― † 31 იანვარი, 1941, თბილისი) – ქართველი პოეტი

  • ისეთი ლექსი დავწერო მინდა,
რომ არ დამჭირდეს კიდევ ცხოვრება,
და მჯერა, ჩემი სიმღერა წმინდა
სამშობლო მხარეს ემახსოვრება.

"ისეთი ლექსი". 1937 წ. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია. გამომც. მერანი. თბილისი, 1980. გვ. 389

  • ზღვას ენატრება იყოს პატარა,
ვით უნაზესი ჩიტი კოლიბრი.

"ზღვა". 1922 წ. ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია. გამომც. მერანი. თბილისი, 1980. გვ. 389

  • პირველი თოვლი მე მაგონებს პირველ სიყვარულს
და პირველ ღამეს,
როცა მე ხარბად დავეწაფე მშვენებას ქალურს -
ახალ სიამეს.

"პირველი თოვლი". ქართული კლასიკური პოეზიის ანთოლოგია. გამომც. მერანი. თბილისი, 1980. გვ. 390

  • ო, დავემსგავსოთ ხეებს და ბავშვებს,
თუ გვინდა შესვლა სასუფეველში!
  • სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა
გარდა თვითმკველობის.

"ბოჰემის მონოლოგი". ლიბ.ჯი