ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი (დ. 6 მაისი, 1856 ფრაიბერგი — გ. 23 სექტემბერი, 1939, ლონდონი) — ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.
ციტატები
[რედაქტირება]ჩემი სამყარო ლიბიდოთი იწყება და ლიბიდოთივე მთავრდება. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
გამოუვლენელი ტრფიალი პირველად თავის თავს ამხელს მტრობითა და აგრესიის მიდრეკილებით. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
მტრულ განწყობას არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა, ამიტომაც ეკონომიკური მომენტებიდან ის შეიცვლება სიყვარულის განწყობით, რომელიც მეტ შანსს გვთავაზობს დაკმაყოფილებისათვის. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
ნორმალური ადამიანი არა მხოლოდ მრავალგზის უფრო ამორალურია, ვიდრე ჰგონია, არამედ მრავალგზის უფრო მორალურია, ვიდრე მან იცის. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
იძულების ნევროზით დაავადებული საკუთრივ არასდროს არ გადადგამს თვითმკვლელობის ნაბიჯს, ის იმუნიტეტის მქონეა თვითმკვლელობის საშიშროების მიმართ, მისგან გაცილებით უკეთაა დაცული, ვიდრე ისტერიკი. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე, აგრესიული ხდება თავის მე-იდეალში. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
ადამიანი რაც უფრო ეუფლება თავის აგრესიას, მით უფრო მაღლდება მისი იდეალის აგრესიის მიდრეკილება საკუთარი „მე“-ს წინააღმდეგ. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
შიში არის საშიშროების წინაშე უკანდახევის გამოხატულება. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
ცრუმორწმუნეობა ზოგჯერ მიზანშეწონილია და გამართლებული, სხვა შემთხვევაში კი მცდარი და საზიანო და მაინც არასდროს არ ვიცით, როდისაა ერთი და როდისაა მეორე. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
როცა ცხოვრება თავისი მკაცრი დისციპლინის კალაპოტში გვაქცევს, ჩვენში ღვივის წინააღმდეგობა აზროვნების კანონების სიმკაცრისა და მონოტონობის მიმართ და რეალობის შემოწმების მოთხოვნების საპირისპიროდ. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
ადამიანი ავადდება კონფლიქტით ლტოლვის ცხოვრების მოთხოვნებსა და ამათ საპირისპიროდ მათში არსებულ წინააღმდეგობის გაწევას შორის. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
რაც უფრო ღრმად ვიჭრებით სულიერი პროცესების შესწავლაში, მით უფრო მეტს ვგებულობთ მათი სიმდიდრისა და სირთულის შესახებ. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
ადამიანის ბუნებრივი სიკეთის რწმენა ის ცუდი ილუზიაა, რომლისგანაც ელოდებიან მათი ცხოვრების შელამაზებასა და გაადვილებას მაშინ, როცა სინამდვილეში მას მხოლოდ ვნება მოაქვს. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
აგრესიას არ ძალუძს ნახოს დაკმაყოფილება გარესამყაროში, ვინაიდან აწყდება რეალურ წინააღმდეგობებს. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
სამართლიანობის მოთხოვნა შურის გადამუშავებაა, რაც ქმნის პირობას, რომელშიც ის ვითარდება. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
პოლემიკას პერსპექტივა არა აქვს, რომ ასევე უაზროა ჩივილი და მოწოდება საუკეთესო გონებისადმი, ვინაიდან არ იპოვება ინსტანცია, რომელიც საჩივარს მიიღებს. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
თუკი გვინდა გავაცნობიეროთ რელიგიის დიდებული არსი, მაშინ საკმარისი უნდა იყოს იმის ჩვენება, თუ რით იგებს ის ადამიანებს. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
მაშინ, როცა ცალკეული რელიგიები ერთმანეთთან დავობენ იმაზე, თუ რომელია ჭეშმარიტი, ვფიქრობთ, უფლება გვაქვს საერთოდ რელიგიის ჭეშმარიტების შინაარსის უგულვებელყოფისა. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
ჩვეულებრივი ადამიანი ჭეშმარიტებას იცნობს მხოლოდ სიტყვის ზოგადი მნიშვნელობით. რა უნდა იყოს უფრო მაღალი და უმაღლესი ჭეშმარიტება, მას არ შეუძლია წარმოიდგინოს. მას ჭეშმარიტება ეჩვენება ისევე ნაკლები ხარისხის მქონე, როგორც სიკვდილი და არ შეუძლია მშვენიერებიდან ჭეშმარიტებაში ნახტომის გაკეთება. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
რელიგია ილუზიაა და მისი სიძლიერე საპირისპიროდ მიემართება ჩვენი ლტოლვითი სურვილების წინააღმდეგ. |
ციტატის წყარო: „ფსიქოანალიზი“ საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბილისი 1995
როდესაც დედის უდავოდ გამორჩეულად საყვარელი შვილი ხარ, მაშინ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებ დამპყრობლის გრძნობას, წარმატების იმ რწმენას, რომელსაც არც თუ იშვიათად მართლად მოაქვს წარმატება. |
ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“
გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გავთავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს. |
ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“
ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია. |
ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“
მე აღმოვაჩინე, რომ პიროვნებები, რომლებსაც დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, შეურყეველი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ხშირად გმირებად იქცევიან და ნამდვილ წარმატებას აღწევენ. |
ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“
ჩვენ ვიტანთ გაჭირვებას უმწიკვლობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვიკლებთ ჯანმრთელობას, სიამოვნებას, აღტაცებას, გრძნობას, ვმაღლდებით რაღაცისთვის, რისთვის თვითონაც არ ვიცით – და ეს ბუნებრივ ინსტიქტთა გამუდმებული დათრგუნვა ჩვენს სინატიფეს გვანიჭებს. ჩვენ უფრო იმისკენ მივისწრაფვით, რომ ტანჯვას დავშორდეთ და არა ტკბობა შევიგრძნოთ, ხოლო უმაღლეს პოტენციაში ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც ორნი, რომლებიც სიკვდილისა და ჯოჯიხეთის ჯაჭვებით არიან გადაბმული, რომლებიც წლობით იკავებენ თავს და ერთმანეთი ენატრებათ, რათა ერთმანეთს არ უღალატონ. |
ციტატის წყარო: „ჰანს-მარტინ ლომანი“
რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე. |
ციტატის წყარო: ახალი დაწყებითი ლექციები ფსიქოანალიზში (1932). „ცხოვრების ფილოსოფია“ (ლექცია 35).
ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა. |
ციტატის წყარო: ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები
ბედნიერება ძალიან ძველი ოცნების დაგვიანებული ასრულებაა. სწორედ ამიტომაც გვახარებს ასე ნაკლებად სიმდიდრე. ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით. |
ციტატის წყარო: ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები
ჩვენ ვიტანთ გაჭირვებას უმწიკვლობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვიკლებთ ჯანმრთელობას, სიამოვნებას, აღტაცებას, გრძნობას, ვმაღლდებით რაღაცისთვის, რისთვის თვითონაც არ ვიცით – და ეს ბუნებრივ ინსტიქტთა გამუდმებული დათრგუნვა ჩვენს სინატიფეს გვანიჭებს. ჩვენ უფრო იმისკენ მივისწრაფვით, რომ ტანჯვას დავშორდეთ და არა ტკბობა შევიგრძნოთ, ხოლო უმაღლეს პოტენციაში ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც ორნი, რომლებიც სიკვდილისა და ჯოჯიხეთის ჯაჭვებით არიან გადაბმული, რომლებიც წლობით იკავებენ თავს და ერთმანეთი ენატრებათ, რათა ერთმანეთს არ უღალატონ. |
ციტატის წყარო: ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები
სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან იგი პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას! |
ციტატის წყარო: ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები
ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში! |
ციტატის წყარო: ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები
გამოუხატავი ემოცია არასდროს კვდება. ის ცოცხლად დამარხულია და თავის დამახინჯებულ სახეს მოგვიანებით წარმოაჩენს. |
ციტატის წყარო: ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები
გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გათავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან გიყვარს. |
ციტატის წყარო: ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები
ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება. |
ანატომია ბედია. |
ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია თუ არა განდიდებული მამა. |
ეგო არ არის მბრძანებელი საკუთარ სახლში. |
სადაც არის იდი, უნდა მოვიდეს ეგო. |
აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუქაზე, რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია. |
სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული. |
ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა. |
პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება. |
ერთი რამ, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას მასტურბაციის შესახებ არის ის, რომ იყო დარცხვენილი. |
ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები. |
არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ სიყვარულში. |
სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია. |
შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა. |
ბედნიერება ძალიან ძველი ოცნების დაგვიანებული ასრულებაა. სწორედ ამიტომაც გვახარებს ასე ნაკლებად სიმდიდრე. ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით. |
სამოთხე სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული ადამიანის ჯგუფური ოცნება ბავშვობაზე. |
მე ჩემს თავს ვთლი მაღალი მორალის ადამიანად, რომელსაც არასოდეს არაფერი სამარცხვინო და ბოროტი არ ჩაუდენია. |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]- Freud, Sigmund, 1856-1939
- Sigmund Freud - Life and Work
- Sigmund Freud Biography, Theory, Works and Quotes.