თედორე დოსტოევსკი

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი
  • სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.


  • ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.


  • ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი! და ასევე საძაგელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს.


  • ადამიანებს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს ერთი შეხედვით რომ ახარისხებენ და არაფერს პოულობენ საერთოს.


  • სიმართლის სხივს ვერავითარი ნისლი ვერ გაუძლებს.


  • არის ხალხი,ვისაც მეტისმეტი გაბრაზება მეტისმეტ სიამოვნებას ანიჭებს,მეტადრე თუ გაბრაზებამ ზღვარს გადააცილა.


  • დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ,რამდენადაც დიდი გრძნობებისგან.


  • რაც არ უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება. ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ. (იდიოტი)


  • ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა.


  • ხალხის უმაღლესი და დამახასიათებელი ნიშანია სამართლიანობის განცდა.


  • მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.
პირადი ხელსაწყოები