თომას მანი
ვიკიციტატიდან
- სიყვარული და მუსიკა, ორივე მოკლე დრო და მარადისობაა.
- რაც არა ხარ, რისი ძალაც არ შეგწევს და რაც არ გაგაჩნია, სწორედ იმას შეჰყურებ ნაღველგარეული შურით, შურით, რომელიც სიყვარულად იქცევა იმის შიშით, რომ სიძულვილად არ იქცეს.
- ლოდინში დრო ჭიანურდებაო, ამბობენ, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ლოდინში დრო მოკლდება კიდეც, რადგან დროის უზარმაზარ მასას ისე ნთქვას კაცი, რომ სრულიად არ იყენებს და მისით არ სულდგმულობს.
- კარგი ნაწარმოები მხოლოდ დუხჭირი ცხოვრების უღელქვეშ იქმნება, ვინც ცხოვრობს ის არ მუშაობს და კაცმა რომ თქვას , უნდა მოკვდე , თუ გსურს ჭეშმარიტი შემოქმედი იყო.