ისტორია

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Wikipedia


Wikibooks
ვიკიწიგნებში არის სახელმძღვანელო:
  • არქეოლოგები მიწიდან თხრიან ისტორიას, რომელიც დამარხეს პოლიტიკოსებმა. ლაუბი, გაბრიელ
  • ისტორიაში მხოლოდ ანეკდოტები მიყვარს. მერიმე, პროსპერ
  • ყველაფერი ღვთის ხელშია, ისტორიის გარდა. იეჟინა, ზბიგნევ
  • მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა. შილერი, ფრიდრიხ იოჰან
  • მსოფლიო ისტორია არის ხალხის ხალხზე გამარჯვების ისტორია. ჟერომსკი, სტეფან
  • ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლიათ. შოუ, ჯორჯ ბერნარდ
  • თუ ეს ისტორიაა, მირჩევნია წავიკითხო იგი და არა ვიმონაწილეო მასში. პიაფი, ედიტ
  • ისტორიკოსი - უკან მიმართული წინასწარმეტყველია. შლეგელი, ფრიდრიხ
  • ისტორია - ფაქტების კრებულია, რაც არ უნდა მომხდარიყო. (უცნობი ავტორი)
  • ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით. განდი, ინდირა
  • ისტორია - ჩვენი ქმედებების საგანძური, წარსულის მოწმე, აწმყოსთვის მაგალითი, მომავლის განაფრთხილებელი. სერვანტესი, მიგელ
  • ისტორია არის მაგალითებზე დაფუძნებული ფილოსოფია. ბოლინგბორი, ჰენრი
  • ისტორია არის ლურსმანი, რომელზეც ვკიდებ რომანებს. დიუმა, ალექსანდრე (უმცროსი)
  • ისტორია არის მეცნიერება იმაზე რაც აღარ ასრის და არც იქნება. ვალერი, პოლ
  • ისტორია არის მიცვალებულთა, ცოცხალთა და ჯერ არ შობილთა შორის კავშირი. ბერკი, ედმუნდი
  • მსოფლიო ისტორია არის დიდი პიროვნებების ბიოგრაფიები. კარლეილი, ტომას
  • ისტორია იწერება ჭეშმარიტების დასადგენად. პლინიუს უმცროსი
  • ისტორია იწერება გამარჯვებულთა მიერ. ისტორიას წერენ ისინი ვინც ცოცხალი რჩება. ლერნერი, მაქს
  • ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები. ემერსონი, რალფ ულდო
  • კალენდრები, ისტორიის ვადაგასული ვექსილებია. შენდეროვიჩი, ვიქტორ
  • ყველა სულელს შეუძლია ისტორიის შექმნა, მაგრამ მის ჩასაწერად გენიოსია საჭირო. ოსკარ უაილდი
  • ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს. ორუელი, ჯორჯ
  • ისტორია რომანია, რომელიც იყო, რომანი ისტორიაა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო. ჟულ გონკური
პირადი ხელსაწყოები