კონსტანტინე გამსახურდია

ვიკიციტატიდან

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 15 მაისი [ ძვ. სტ. 3 მაისი], 1893, სოფ. ძველი აბაშა — გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).

ციტატები[რედაქტირება]

სიბრძნეზე[რედაქტირება]

  •  

ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5

  •  

ადამიანები გრძლად ნათქვამ სისულელეს უფრო იოლად იგებენ, ვიდრე სხარტად ნათქვამ სიბრძნეს, ხოლო სიტყვებსაც შეშასავით ალაბით ზომავენ.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5

  •  

არასდროს აჩქარებულად არ უნდა წამოიწყო დიდი საქმე, თორემ უთუოდ დააჩქარებ ხელის მოცარვას.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5

  •  

არასოდეს არავინ გამხდარა ოსტატი, ვინც კარგი შეგირდი არ ყოფილა, მაგრამ არც ის გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც თავის ოსტატის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებს მარადჟამს.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5

  •  

არც ზედმეტად ბევრი, არც ზედმეტად ნაკლები.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5

  •  

არასოდეს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც ის დაგავიწყდეს, რომ შენ უფლისწული ხარ და არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიბაძო.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5

  •  

იდეეები ზოგჯერ თავისთავად არაფერს ნიშნავენ, და საქმე იდეები კი არ არის, არამედ ამ იდეების სინამდვილეში გამოყენება.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5

  •  

მარტოოდენ ბრძნული აზრების წარმოთქმისაგან ჯერ არავინ ცხონებულა.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.5

  •  

მხოლოდ მოკლე თქმაში გამოჩნდება ოსტატი.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.7

  •  

სასაცილოა, თავისი სიბრძნით მოქადული ბრძენი, მაგრამ არანაკლებ საუგოა, თავის გმირობით, თავი რომ მოჰქონდეს გმირს.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.7

  •  

სჯობს გაგულისება მეფისა, ვიდრე მრუდე რჩევით ომის უფსკრულში მისი გადაჩეხვა.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.7

  •  

უნდა ეცადო უმცირესი შეითვისო, მაგრამ უაღრესად შეიგნო.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.7

  •  

ძლიერს უფრო უჭირს ამქვეყნად.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.8

  •  

ჭკვიანი მეხომალდე არასოდეს კარგი ამინდის მიხედვით არ ააწყობს თავის გემს.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.9


ომზე[რედაქტირება]

  •  

არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.10

  •  

გადადებული ომი სჯობია მოუფიქრებლად წამოწყებულ კინკლაობას.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.10

  •  

გონიერი მეფე უნდა ეცადოს, რამდენსამე მტერს არ შეებრძოლოს ერთად.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.10

  •  

დიაცი არასოდეს არჩიო ომს, რადგან დიაცი მხოლოდ მაშინაა ტკბილი, როცა ომის ნალაფარში მოჰყვება იგი.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.10-11

  •  

ვაჟკაცი იგი როდია ვინც პირველ ომს მოიგებს, არამედ თავის სიცოცხლეში უკანასკნელსაც.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.11

  •  

ვინც ციხეს ერთბაშად მოუნდომებს აღებას, მას აღებულიც დაეკარგება.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.11

  •  

ომი ცხოვრების აჩქარებული მაჯისცემის გამომჟღავნებაა.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.11

  •  

ომი ყველა კაცს არ შეუძლია და ინტრიგობა კი ყველას ძალუძს.

  ციტატის წყარო: აფორიზმები და შეგონებანი (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. რამინ ქობალია, ქუთაისი, 2001 წ. გვ.11


ლიტერატურაზე[რედაქტირება]

  •  

ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია.

  ციტატის წყარო: აფორიზმები, გამონათქვამები (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. მურმან მურადაშვილი, ამირან რობაქიძე გვ. 16


ხელოვნებაზე[რედაქტირება]

  •  

არც ასაკი და არც სქესი შეღავათს არ იძლევა ხელოვნებაში.
ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასოდ, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან.

  ციტატის წყარო: აფორიზმები, გამონათქვამები (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. მურმან მურადაშვილი, ამირან რობაქიძე გვ. 38


კრიტიკაზე[რედაქტირება]

  •  

ვინც კრიტიკას ვერ ითმენს, მას უთუოდ ცუდად აქვს თავისი შემოქმედების ბუჰხალტერიაში საქმე.

  ციტატის წყარო: აფორიზმები, გამონათქვამები (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. მურმან მურადაშვილი, ამირან რობაქიძე გვ. 37


შრომაზე[რედაქტირება]

  •  

შრომაა საძირკველი ყოველივე წესიერებისა და მორალური სისპეტაკისა.

  ციტატის წყარო: აფორიზმები, გამონათქვამები (კონსტანტინე გამსახურდია) — შემდ. მურმან მურადაშვილი, ამირან რობაქიძე გვ. 16


მთვარის მოტაცება[რედაქტირება]

  •  

სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“

  •  

ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“

  •  

ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს.

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“

  •  

ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“

  •  

ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“

  •  

თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“

  •  

როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის.

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“

  •  

კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას.
თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.
ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“

  •  

რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო.
„რას უცდი, ჭაბუკო?“ – შესძახა ჩოლოყაშვილმა.
„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო“.
გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.

  ციტატის წყარო: „მთვარის მოტაცება“


დიდოსტატის მარჯვენა[რედაქტირება]

  •  

საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ხელოვნებაა თვით უკვდავება.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

ჩვენ ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ --- სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

მეფეებს ასე გჩვევიათ, თუ მართლის მთქმელი იმ დღეს დაინდეთ, სამი წლის შემდეგ სამგზის აზღვევინებთ სიმართლისათვის.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

მე არასოდეს არ ვლაპარაკობ პირდაპირ, რადგან ირიბად ნათქვამი უფრო პირდაპირ სჭრის, მეფევ ბატონო, მუდამ.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“

  •  

მე არც გიორგი მეფის მეხოტბე ვარ, არც მელქისედეკ კათალიკოსის მგალობელი. მაგრამ არა მგონია, შვიდმა ხევისბერმა უფრო მართებული კანონები შეჰქმნან ამჟამად, ვიდრე თუნდაც ერთმა გულბოროტმა მეფემ.

  ციტატის წყარო: „დიდოსტატის მარჯვენა“


დავით აღმაშენებელი[რედაქტირება]

  •  

ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე - ბოლოთი.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“

  •  

ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ.

  ციტატის წყარო: „დავით აღმაშენებელი“


სხვა ნაწარმოებები[რედაქტირება]

  •  

ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს... ცუდი მკითხველი.


  •  

ეს ცხოვრება ბალღის ნიფხავსა ჰგავს- მასავით მოკლე და დასვრილია.


  •  

ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.


  •  

უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტე- მე მუდამ განსაკუთრებულ გულისყურს ვაპყრობდი ადამიანის გარეგნობას.


  •  

სახელი სიკვდილსა ჰგავს, როცა საჭიროა, იგი თავად მოგაკითხავს.


  •  

ჩვენი უბედურება ეგაა- სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს.