ლაო-ძი
ვიკიციტატიდან
- შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი.
- რომ დაეუფლო სისავსეს, საჭიროა ფლობდე სიცარიელეს; რომ მიაღწიო სისწორეს, უნდა იცოდე მრუდი; რომ დაეუფლო ახალს, უნდა იცოდე ძველი.
- არყოფნა და ყოფიერება ერთმანეთს წარმოშობენ.
- მას, ვინც იცის, რომ საკმარისი საკმარისია, ყოველთვის ექნება საკმარისი.
- ნუ იბრწყინებ, ვითარცა ბრილიანტი. იყავ უბრალო, ვითარცა ქვა.
- ზომიერებაა ყოველივეს ძირი.
- ბრძენს არ სჭირდება მტკიცებულებები.ვისაც მტკიცებულებები ესაჭიროება, არაა ბრძენი.
- მიეცი კაცს თევზი და შენ აჩუქებ ერთი დღის სიცოცხლეს. ასწავლე, როგორ მოიპოვოს თევზი და შენ მთელ ცხოვრებას შეუნარჩუნებ.
- ყველაფერი ამაზრზენი გაუნათლებლობისგან მოდის
- გამოთქმული ტაო არაა ტაო.
- ნამდვილ მოგზაურს არ აქვს გეგმა და არ არსებობს მისთვის მიზანი ადგილის სახით სადაც ის უნდა ჩავიდეს.
- ნიჭიერება მაშინაა სასიამოვნო, როცა ის თავის თავს არ აღიარებს.
- ჟურ. თბილისელები; 21-27 ივნისი, 2010; N25 (495) – გვ. 104.
- პოლიტიკა არის ხელოვნება, გარიყოს ხალხი იმ საქმეებისგან, რომლებიც პირადად ამ ხალხს ეხება.
- ჟურ. თბილისელები; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) – გვ. 92.