ლიდელ ჰარტი

ვიკიციტატიდან

სერ ბასილ ჰენრი ლიდელ-ჰარტი(ინგლi. Sir Basil Henry Liddell Hart; დ. 31 ოქტომბერი 1895 – გ. 29 იანვარი 1970) — ინგლისელი ჯარისკაცი, სამხედრო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი,

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა არ არის საკმარისი: მას თავგზა უნდა აუბნიო, მიიყვანო იმ მდგომარეობამდე, როდესაც დეორგანიზებულია, აღკვეთილი აქვს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, ხოლო მისი ძალები დაქსაქსულია.

  ციტატის წყარო: ჟურ. არსენალი; 4-18 თებერვალი, 2011; N3 (124) – გვ. 16.


  •  

სამხედრო სიბრძნის პირველი ნიშანი არის უნარი გაარჩიო შესაძლებელი შეუძლებელისგან.


  •  

ისტორიის პრაქტიკული დანიშნულებაა გაუშვას ფილმი წარსულზე, თანამედროვე პროექტორით მომავლის ეკრანზე.


  •  

ომის მიზანი ომის შემდგომი უკეთესი მშვიდობის მოპოვებაა. შესაბამისად აწარმოებთ რა ომს, მუდამ უნდა გახსოვდეთ როგორი მშვიდობა გსურთ.


  •  

ომი წარმოებს შემდგომი მშვიდობიანი პერიოდის ინტერესების გათვალისწინებით.


  •  

სტრატეგიაში გრძელი შემოვლითი გზა ხშირად ყველაზე მოკლე გამოდგება ხოლმე; პირდაპირი შეტევა ფიტავს მოიერიშის ძალებს და ამკვრივებს დამხვდურის თავდაცვას, ხოლო არაპირდაპირი მიმართულებით შეტევა ასუსტებს დამცველს და წონასწორობას აკარგვინებს მას.


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ლიდელ ჰარტი