მაიკლ ჯექსონი
ციტატები
[რედაქტირება]მე ვიყავი ვეტერანი, სანამ გავხდებოდი თინეიჯერი. |
ტყუილი გაივლის სულებს - სიმართლე კი გაივლის მარათონებს! |
თუ შენ ევლინები ამ სამყაროს იმის ცოდნით, რომ ვიღაცას უყვარხარ და ტოვებ მას იმავეს ცოდნით, მაშინ ყველაფერი რაც ამ ორს შორის იყო, მოგვარებადია. |
ყველაზე დიდი სწავლება ამ ქვეყნად-ოსტატის ყურებაა მუშაობის პროცესში. |
მე მიყვარს დიდებული მუსიკა. მას ხომ არც ფერი აქვს და არც საზღვრები. |
მხოლოდ იმიტომ რომ რაღაც დაიბეჭდა არ ნიშნავს, რომ ის სახარებაა! |
ისწავლე უდიდესებისგან და გახდი უფრო დიდი! |
დღეს ადამიანები ეყრდნობიან რითმს, რაც სასიამოვნოა, მაგრამ მელოდია ყოველთვის მეფე იქნება! |
როცა ვხედავ ბავშვებს, მე ვხედავ ღმერთს მათ სახეში! უმალ ვენებს გადავიჭრიდი, ვიდრე ზიანს მივაყენებდი რომელიმე მათგანს. |
არსებობს დედის დღე და არსებობს მამის დღე, მაგრამ არ არსებობს ბავშვების დღე! ამას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. |
მოგვეცით უფლება ვიოცნებოთ ხვალინდელ დღეზე, როცა შეგვეძლება გვიყვარდეს წრფელად ჩვენი სულიდან და ვცნობდეთ სიყვარულს როგორც ერთადერთ სიმართლეს ყველა ქმნილების გულში. |
მე არ ვოცნებობ ვიყო ყველაფერი ყველასთვის, მაგრამ მე მსურს ვნიშნავდე რაიმეს ვინმესთვის. |
სანამ განმსჯით, შეეცადეთ შემიყვაროთ მთელი გულით. |
ხშირად მეკითხებიან ჩემი რასის შესახებ. დიახ, მე აფრო-ამერიკელი ვარ და ვამაყობ ჩემი რასით! არა, მე არ გამითეთრებია კანი, ეს დაავადებაა სახელად ვიტილიგო, ეს ისაა რასაც ვერ ვაკონტროლებ და როცა ამბობენ, რომ მე არ მსურს ვიყო ის, ვინც ვარ, ეს გულს მტკენს. |
რას იტყვით იმ მილიონობით ადამიანზე, ვინც წევს მზეზე, რომ მიიღოს სხვა შეფერილობა და არა ის, რომელიც აქვს? მე კი გეუბნებით, რომ მე არ მსურს ვიყო თეთრი, ეს დაავადებაა, მე ამას ვერ ვშველი! |