მარგარეტ ტეტჩერი
ვიკიციტატიდან
ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (Margaret Hilda Thatcher, ქალიშვილობაში რობერტსი; დ. 13 ოქტომბერი, 1925 - გ. 8 აპრილი, 2013) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი (კონსევატიული პარტია) 1979-90 წლებში, „რკინის ლედი“.
ციტატები [რედაქტირება]
- ჩემს ოპონენტებს რომ დაენახათ, როგორ გავიარე ტემზაზე, ალბათ იტყოდნენ, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ცურვა არ ვიცოდი.
- ბრიტანეთს რკინის ლედი სჭირდება.
- საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი.
- თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე.
- იყო ძლიერი, დაახლოებით იგივეა, რომ იყო ქალი. თუკი ხალხისთვის ამის მტკიცება გიწევს, ესე იგი არ ხარ ასეთი.
- ბრიტანელების სოციალიზმის სენისგან განკურნების მცდელობა წურბელებით ლეიკემიის მკურნალობას ჰგავდა.
- ევროპა არასდროს გახდება ამერიკა, რადგან ევროპა ისტორიის ნაყოფია, ხოლო ამერიკა- ფილოსოფიისა.
- 10 წამი საკმარისია იმისათვის, რომ შემექმნას შეხედულება პიროვნებაზე. როგორც წესი, პირველი შთაბეჭდილება იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე არასწორი.
- "ამერიკა ახალი იერუსალიმი არ არის. მას ვერ შექმნიდნენ მხილოდ წმინდანები და, რომც შეექმნათ, ნამდვილად ვერ მიაღწევდა ამგვარ წარმატებას."