მაქს ფრიში
მაქს ფრიში (Max Frisch; დ. 15 მაისი, 1911, ციურიხი — გ. 4 აპრილი, 1991, იქვე) — შვეიცარიელი არქიტექტორი, დრამატურგი და რომანისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულენოვანი ლიტერატურის აღიარებული წარმომადგენელია.
ციტატები
[რედაქტირება]შეუძლებელი და შესაძლებელი ერთმანეთისგან თავისი არსით კი არ განსხვავდებიან, არამედ სიხშირით, ხოლო ის, რაც ხშირად ხდება შესაძლებლად წინასწარ არის მიჩნეული, მაგრამ როცა ერთხელ შეუძლებელი რამ ხდება, უცნაური და ზებუნებრივი აქ არაფერია, როგორც ეს უმეცარ ადამიანებს უნდათ, რომ იყოს. როცა ვლაპარაკობთ შესაძლებელზე, მაშინ ხომ თავისთავად ვგულისხმობთ შეუძლებელსაც, როგორც შესაძლებლის ზღვარს. |
ციტატის წყარო: „homo faber“. რომანი. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1981.
მხოლოდ იმისთვის, რომ მღელვარება განვიცადო, სისულელეებს ვერ გამოვიგონებ. |
ციტატის წყარო: „homo faber“. რომანი. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1981.
ინდუსტრიალიზაცია მომაკვდავი რასის უკანასკნელი სახარებაა. |
ციტატის წყარო: „homo faber“. რომანი. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1981.
თვითმკვლელობა მე საქმედ არ მიმაჩნია, ის ხომ არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამქვეყნად არსებობდი. |
ციტატის წყარო: „homo faber“. რომანი. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1981
ჩვენ შეუცნობლად გვასვამს დაღს ჩვენი პროფესია. |
ციტატის წყარო: „homo faber“. რომანი. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1981
ტექნიკა არის ერთგვარი ხერხი, რომელიც საშუალებას იძლევა ისე მოაწყო ეს ქვეყანა, რომ ადამიანმა ის ვეღარ იცნოს. |
ციტატის წყარო: „homo faber“. რომანი. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1981
ყველაფერი სიცრუეა. ამქვეყნად ყოფნა სინათლეში ყოფნას ნიშნავს. სულ ერთია, რაც იქნები, სადაც იქნები, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სინათლისა და სიყვარულის ერთგული უნდა იყო, უნდა გწამდეს, რომ ქრები ნარშავებზე, ასფალტსა და ზღვაზე აელვარებულ სინათლეში, უნდა გაუძლო დროს, უფრო სწორად უნდა გწამდეს წამის მარადისობა. იყო მარადიული, ნიშნავს, არსებობდი ამქვეყნად. |
ციტატის წყარო: „homo faber“. რომანი. თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1981