მიხეილ სააკაშვილი
ვიკიციტატიდან
მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 20 იანვრიდან, ასევე 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე, პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამფუძნებელი. ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36-ი წლის ასაკში). მეუღლე წარმოშობით ჰოლანდიელი - სანდრა რულოფსი, ჰყავთ შვილები ედუარდი და ნიკოლოზი.
[რედაქტირება] ციტატები
- რა გგონიათ, დათვს რომ ბაბაის დაუძახებ, მოეწონები და აღარ შეგჭამს? დათვი უნდა გააგდო, დათვთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ხოლო როცა ის ადამიანური სახით მოგიბრუნდება, ადამიანს ყოველთვის უნდა ელაპარაკო.
- საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სარადარო სისტემა გახსნა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური (21 ივლისი 2009). დამოწმების თარიღი: 2 აგვისტო 2009.
- ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს საკითხი თითქმის მკვდარია. ეს ტრაგიკულია. თუ ისინი ნატო-ს მოკვლას (საქართველოს ალიანსში გაწევრიანების იმედის) მოახერხებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები სწორი მიზნებისათვის იბრძოდნენ. ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ პოლიტიკური მიზნების მიღწევა სასტიკი მეთოდებითაც შესაძლებელია და რომ პუტინი მართალი იყო. მან ბევრჯერ მითხრა, - შენი მოკავშირეები კარგ რამეებს გპირდებიან, მაგრამ დაპირებებს ყოველთვის არ ასრულებენ. მე კარგს ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ შევასრულებ.
- მიხეილ სააკაშვილი Wall Street Journal-ის კორესპონდენტთან, ენდრიუ ოსბორნთან საუბრის დროს 17 ივლისი, ბათუმი; ჟურნალი „ლიბერალი“ ივლისი-აგვისტო; N6, 2009; გვ. 7
- საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. იმიტომ, რომ თურქეთსა და ირანში ცხოვრობს რამდენიმე მილიონი მუსულმანი ქართველი...
- აზერბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებთან შეხვდაზე წარმოთქმული სიტყვიდან.
- მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ (21 ივლისი 2009). დამოწმების თარიღი: 27 აგვისტო 2010.
- სააკაშვილი – საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი. ახალი ამბების სააგენტო „ექსპრეს ნიუსი“ (21 ივლისი 2009). დამოწმების თარიღი: 27 აგვისტო 2010.
- წყალტუბო იციან ყველა არაბულ ქვეყანაში... დამპყრობლები აქ აზიიდან ჩამოდიოდნენ, მაგალითად, თემურ-ლენგს ფეხი ჰქონდა სამკურნალო და იმის გამო, რომ უცებ ვერ მოარჩინეს, თბილისი გადაწვა.
- "სააკაშვილი დედამისს კარგად არ უსმენს, თორემ ამდენ შეცდომას არ დაუშვებდა". გაზეთი კვირის პალიტრა“ (15 ნოემბერი, 2010). დამოწმების თარიღი: 13 დეკემბერი, 2010.
- დემოკრატია არ არის ის, როცა რამდენიმე ასეული ადამიანი მიჩნევს, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში ალიაქოთი უნდა მოაწყოს, მაქსიმალურად აურიოს სიტუაცია, რათა თანამდებობები დაიბრუნონ - მათ ჰგონიათ, რომ დანარჩენი ხალხი ბრიყვია და ყველაფერი მხოლოდ თავად ეკუთვნით.
...
დემოკრატია არის თქვენი საქმიანობა სკოლის მერხიდან დაწყებული და პატრიოტთა ბანაკებით დამთავრებული. თქვენი ღირსების შენარჩუნება, თქვენი შეხედულებების გამოვლენა, ბევრი თქვენნაირი ადამიანის პოვნა და სტრუქტურად ჩამოყალიბება, თქვენი სიმართლის გატანა და დამტკიცება საზოგადოებისთვის, რათა დანარჩენებმა დაგიჯერონ - აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია.
- პატრიოტთა ბანაკის დამსვენებლთა პირველი ნაკიდისთვის მიმართვიდან. მიხეილ სააკაშვილი: დემოკრატია არ არის რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ ქალაქის ცენტრში ალიაქოთის მოწყობა. სააგენტო ჯი-ეიჩ-ენი (8 ივნისი, 2011). დამოწმების თარიღი: 19 ივნისი, 2011.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: