მურმან ლებანიძე

ვიკიციტატიდან

მურმან სილოვანის ძე ლებანიძე (დ. 14 ნოემბერი, 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანი - გ. 17 აგვისტო, 2002, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1973).


პოეზია[რედაქტირება]

  • ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
    (ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
    - ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
    დაგვისახელეთ
    მეორე პოეტი...
    უცებ ჭინკებით გაევსო თვალი -
    თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
    - საქართველოში??? - ჩაიქირქილა
    და ლომურ წვერზე
    მოისვა ბრჭყალი...
(ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ...)
  • დიაცი ჯინსით!
    გამოკრული არტახში ტანი!
    თვალი გამექცა...
    ახალგაზრდას ვარიგებ პოეტს:
    - გახსოვდეს ქალი,
    ამ ცხოვრების `ანი~ და `ბანი~! -
    ის იღიმება:
    - ჩვენ ბოდიში, ეტყობა, `ჰოეც~!
(დიაცი ჯინსით..., იუმორესკა)