ნაპოლეონ I

ვიკიციტატიდან
ნაპოლეონ I (1801)

ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ.15 აგვისტო 1769 , აიაჩო, კორსიკა — გ. 5 მაისი 1821, წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.


  •  

ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.


  •  

ბედნიერება თავისთავად არ მოდის, იგი ადამიანებმა თვითონ უნდა ეძიონ.


  •  

ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.


  •  

სარდალს, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებსა და მაშველ ძალაზე ფიქრობს, უკვე წაგებული აქვს ბრძოლა.


  •  

ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ჰყავს.


  •  

იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება.საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.


  •  

გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება.


  •  

ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარ.


  •  

არასდროს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს შეცდომის დაშვებაში.


  •  

შეუძლებელია შეძრწუნების გარეშე გაიხსენო ეს ბუმბერაზი (რუსეთი), რომელსაც ვერ შევუტიეთ ვერც ფლანგებიდან, ვერც ზურგიდან, თვითონ კი დაუსჯელად გესხმის თავს საიდანღაც, ან იხევს უკან, ყინულეთში, სიკვდილისა და კაეშნის წიაღში. ეს ხომ არაა ის მითური ანტეოსი, რომელსაც ვერანაირად ვერ დაამარცხებ, თუ ხელს არ ჩაავლებ, არ ასწევ და ჰაერში არ გაგუდავ? მაგრამ ვინ იზამს ამას? სადღა ნახავ ჰერაკლეს?


  •  

რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს – ესაა ბაგრატიონი.


  •  

სიტყვა „შეუძლებელს“ მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით.


  •  

საომარი მოქმედებების ადგილი არის გენერალის ჭადრაკის დაფა, სწორედ მისი არჩევა ავლებს მხედართმთავრის ნიჭს ან უგუნურობას.


  •  

რა არის სიყვარული? - ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელს დედამიწას, ხოლო მეორეზე - მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.


  •  

ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.


  •  

ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად - იგი ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.


  •  

ამ პირამიდებიდან ჩვენ 40 საუკუნე გადმოგვყურებს.


  •  

რელიგია - ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები.


  •  

გაჩერება შეიძლება მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს.


  •  

ვისაც მლიქვნელობა შეუძლია, მას არც ცილისწამება გაუჭირდება.


  •  

დამარცხებული მტერი ის მტერია, რომელზეც გადაბიჯება შეიძლება.


  •  

საზოგადოებრივი აზრი - ეს არის ქუჩის ქალი.


  •  

შემთხვევას ზედმეტ სახელად ჰქვია „განგება“.


  •  

ათას ხიშტზე მეტად სამი გაზეთის მეშინია.


  •  

მე რომ თავის დროზე ტალიერანი და ფუშე ჩამომეხრჩო, ტახტზე დავრჩებოდი.


  •  

მე ხმალს ქარქაშში მხოლოდ მაშინ ჩავაგებ, როცა ყველაფერი დამთავრდება.


  •  

სიყვარული სისულელეა, რომელსაც ორი ადამიანი სჩადის.


  •  

მე ჩემი ხმალი გამიკვლებს გზას.


  •  

ტაქტიკის ან საინჟინრო და საარტილერიო საქმის შესწავლა თითქმის ისევე შეიძლება, როგორც გეომეტრიისა.


  •  

საზოგადოება რელიგიის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კომპასის გარეშე.


  •  

ჯარისკაცებო, ისწავლეთ ღირსეულად სიკვდილი.


  •  

კავკასიიდან და საქართველოდან გატაცებული მონების ბრბოები ჩაგრავენ მსოფლიოში უმშვენიერეს მხარეს – ეგვიპტეს. მაგრამ ყოვლად ძლიერმა ღმერთმა, ქვეყნის მეუფემ, ინება მათი განადგურება, მოვედი, რათა მისი სურვილი აღვასრულო.


  •  

რატომ არ მაქვს მე ტირილის უფლება.


  •  

იტალია უკვე დაკარგულია, ჩემი გამარჯვების ყველა ნაყოფი დაკარგულია! უნდა წავიდე, უნდა ვუშველო საფრანგეთს.


  •  

ჩემი უკანასკნელი სურვილია: დამმარხეთ მე სენის ნაპირას, ფრანგ ხალხთა შორის, რომელიც მე ესოდენ მიყვარდა.


  •  

სიყვარული რიგითი ადამიანისთვის ცხოვრებაა, ჯარისკაცისთვის — გართობა, მეფისათვის კი ანკესზე წამოსაგები საშუალება.


  •  

სულელები საუბრობენ წარსულზე, ჭკვიანები - აწმყოზე, ხოლო ბრიყვები - მომავალზე.


  •  

იყო პატიოსანი – ეს ყველაზე საიმედო საშუალება იმისათვის, რომ დარჩე ღარიბი.


  •  

მინისტრს გული მხოლოდ ტვინში უნდა ჰქონდეს.


  •  

მე გავაკეთე ყევლა შესაძლო გათვლა – დანარჩენზე ბედისწერა იზრუნებს.


  •  

კიბო – ეს ვატერლოოა, კუჭში დაბუდებული.


  •  

პირველი დარტყმა – ნახევარი ბრძოლაა.


  •  

დიდება ჭირვეული ქალივითაა საუკუნეების გადასახედიდან ადამიანთა ხსოვნას მხოლოდ ზოგიერთის სახელი თუ შემორჩება ათასწლეულების შემდგომ კიდევ უფრო მცირე მათგანს გაიხსენებენ მაგრამ დიდების პანთეონში შეზღუდები არ არსებობს მასში თანასწორია ყველა ბოროტიც და ქეთილიც.


  •  

ისეთ გეგმებს მომაწერენ, რომლებიც არასდროს მქონია; გაჩნდება კითხვა, მსურდა თუ არა მსოფლიო ბატონობა. დიდხანს იმსჯელებენ იმის გასარკვევად, ჩემი აბსოლუტური ძალაუფლება და თვითნებური ქმედებები ჩემი ხასიათიდან გამომდინარეობდა თუ გათვლების შედეგი იყო, ჩემი დაუსრულებელი ომები ჩემი სურვილით წარმოებდა თუ დაცვის საშუალება იყო. ამ ყველაფრიდან კი შეიქმნება ლეგენდა, რომელსაც ჩემს ცხოვრებას დაარქმევენ.


  •  

ომი მოიგო არა იმან, ვინც კარგი რჩევა გასცა, არამედ იმან, ვინც პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, და მისი შესრულება ბრძანა.


გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ირაკლი უგულავა - „ნაპოლეონის მამლუქი“;
  • დიმიტრი ცისკარიშვილი - „გენერალი ბონაპარტი“;
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ნაპოლეონ I