ნოე ჟორდანია

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია (დ. 2 იანვარი, 1868 – გ. 11 იანვარი, 1953) იყო ჟურნალისტი და მენშევიკი პოლიტიკოსი. ნოე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე 1918 წლის 24 ივლისიდან 1921 წლის 18 მარტამდე, როცა საქართველოში საბჭოთა წითელი არმია შემოვიდა და საქართველოს მთავრობას საფრანგეთში გადასახლება აიძულეს. გადასახლებული მთავრობის თავმჯდომარე ნოე იყო 1954 წლამდე.

სექციების სია

[რედაქტირება] გამოუქვეყნებელი წერილები

  • გადის დროს, იცვლება ჟამი, არ ნელდება საქართველოს სატკივარი, არ იცვლება მისი ტანჯვა მრავალი.
წერილიდან „ექვსი წელი“, მაისი 1927. საქართველოს საისტორიო არქივი.[რ. ფაილოძე, 2009]
ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • დღეს თვითოეული ქართველი თავის თავს გამუდმებით ეკითხება: რას დაგვპირდენ და რა მოგვიტანეს.
„ექვსი წელი“, მაისი, 1927.
  • ხალხი შეშფოთდა, შეინძრა და გაახილა თვალი მართალი. იწყება მისი აღდგომა და განკურნება, მისი გაწმენდა და ამაღლება.
„ექვსი წელი“.
  • სამუდამოდ გაქრა მისთვის (საქართველოსთვის) ის დრო, როცა ჩრდილოეთის სინათლეს სასოებით შეჰყურებდა. იქიდან მოდის სიმწარე და ქართველმა მას ზურგი შეაქცია. იქიდან მოდის უზნეობა და ქართველობამ მას კარი ჩაუკეტა.
„ექვსი წელი“.
  • შიშმა ვერ შექმნა სიყვარული.
პასუხი საბჭოთა ტერორს, რუსთაველის პერიფრაზი: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. წერილიდან „ექვსი წელი“.
  • ჩვენ - ჩვენსას გვაცხოვრეთ, თქვენ - თქვენსას, იცხოვრეთ.
ქართველი ერის პასუხი საბჭოთა მომხდურებს, „ექვსი წელი“.
  • ხალხი იღუპება, როცა მისი მორალი გატყდება.
ქართველი ხალხის გაუტეხლობის შესახებ, „ექვსი წელი“.
  • უქმად არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება...
წერილის ბოლო ფრაზა, „ექვსი წელი“.
  • რით შეეძლო მას (ქართველ ერს) თავის ხსნა. იარაღით. - ეს მას არ გააჩნდა. ჯარით. - ეს მას არ ყავს. სახელმწიფო აპარატით. ეს მას არ მიეგების.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, წერილიდან „26 მაისი“, 1927.
  • იშვა 26 მაისი!
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, წერ. „26 მაისი“.
  • შეხვდით 26 მაისს და გაიგებთ თუ რა ძალა აქვს თავისუფლებას.
წერ. „26 მაისი“.
  • იდღესასწაულეთ 26 მაისი. ის ქართველი ერის დაბადების დღეა.
წერ. „26 მაისი“.
  • იყო 26 მაისი და ვიყავით ადამიანნი. არ არის 26 მაისი და ვიქეცით მონანი.
წერ. „26 მაისი“.

[რედაქტირება] გამოქვეყნებული წერილები

  • იშვა 26 მაისი. იშვა ერთიანი მთლიანი ქართველი ერი.
ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ჩემი წარსული“, გვ. 90..[ნ. ჟორდანია, 1990]
  • კანონიერად შედგენილი მთავრობა ერის მთავრობაა - ეს ასეა ყოველგან, ასე უნდა იყოს ყოველგან. ჩვენში კი ეს დიდი საქმე დაუკავშირეს პიროვნებას.
„ჩემი წარსული“, გვ. 97..[ნ. ჟორდანია, 1990]
  • ქართველი დემოკრატიის გაგებით დემოკრატია არის არა ის, რაც ყოველგანაა, ე. ი. სახელმწიფოს მართველი ორგანოების ხალხის საშოდან შექმნა საყოველთაო კენჭის უფლების საშუალებით, თვით ეს შექმნილი ორგანიზაციები კი არ ორგანოებენ, არ მართავენ, არ ბრძანებლობენ; მართავს და ბრძანებლობს ყველა, ყველა დემოკრატი, ვისაც კი გაბედულება და პასუხისმგებლობის გრძნობა არ აკლია. ... ერთი სიტყვით ყველა მთავრობაა, ხოლო თვით მთავრობა ფიქციაა, სახელათაა, რაც ნაკლებს იმთავრობებს მით უკეთესია.
„ჩემი წარსული“, გვ. 97-98..[ნ. ჟორდანია, 1990]
  • ჩვენი სოციალიზმი უმთავრესათ გამოიხატა აგრარულ რეფორმებში. ის რაც ჩვენში მოხდა უფრო ეწოდება რევოლუცია, ნამდვილათ კი ეს იყო რეფორმა, რატომ? იმიტომ რომ ეს ჩატარდა ყოველივე ძალდობის, არეულობის და ბრძოლის გარეშე.
„ჩემი წარსული“, გვ. 100..[ნ. ჟორდანია, 1990]
  • ჩვენმა სოციალიზმა ამ სფეროში[1] მიიღო სპეციალური ქართული ხასიათი. ჩამორთმეული სახნავ-სათესი მიწები გადავეცით გლეხობას კერძო საკუთრებით, რაიცა ეწინააღმდეგებოდა სოციალისტურ დოქტრინას. ... ჩვენი ხელმძღვანელი აზრი იყო, საქართველოს მცხოვრებთა დიდ უმრავლესობას - გლეხობას დაენახა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამ მას მოუტანა მიწა, მისცა ცხოვრების ახალი საშუალებანი. ასე რომ, აგრარული რეფორმა გახდა უაღრესად ნაციონალური რეფორმა ჩვენში.
„ჩემი წარსული“, გვ. 101..[ნ. ჟორდანია, 1990]
  • ერთხელ ჩამოვიდა დედა-ჩემი მრავალ-ნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს შენ მინისტრი ხარო, რავა დავიჯერო, ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო!
„ჩემი წარსული“, გვ. 102..[ნ. ჟორდანია, 1990]

[რედაქტირება] მასზე

  • საშუალო ნიჭის პოლიტიკოსი. თუმცა ერთი რამ მაინც საკვირველია: კაცი, რომელიც მთელი სიცოცხლე ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ავტონომიის წინააღმდეგი იყო, დამოუკიდებელი ქვეყნის მეთაური გახდა - საოცარი მეტამორფოზა, იშვიათი შემთხვევაა. - ფარნაოზ ლომაშვილი
ინტერვიუდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან ფარნაოზ ლომაშვილთან.[ბ. კობაიძე, 2003]

[რედაქტირება] სქოლიო

  1. აგრარული რეფორმის სფეროში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟორდანია, ნოე [პარიზი, 1953] (1990). ჩემი წარსული (მოგონებანი), პირველი გამოცემა, ქართული მემუარული ლიტერატურა, თბილისი: „სარანგი“. 

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები