ოტია იოსელიანი
ოტია შალვას ძე იოსელიანი (დ. 16 ივნისი, 1930, სოფელი გვიშტიბი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი; გ. 14 ივლისი, 2011, იქვე) — ქართველი მწერალი.
ციტატები
[რედაქტირება]ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარიდა გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს: ან ხვნა თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ! |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ადამიანი ბუნების შვილია, გარემო-ბუნების ხელყოფა მშობლის ხელყოფაა. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო, რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო!!! ის მართლა ტირის.... |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,-- რომ იტყვი და ხელებს დაიბან -- იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ბრძენი და უბირი ერთმანეთის გვერდით იზრდებიან, ცხოვრობენ და ბერდებიან. ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან და არ იცნობენ. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი.წარმომავლობა,რაც ისტორიას დაავიწყდა,ენას ახსოვს.ერები რომ გადაშენდნენ,მათი ენა ცოცხლობს.ენა მკდარი ერების ძეგლია. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ეშმაკის მოტყუებაც შეიძლება,მაგრამ ეშმაკზე ეშმაკი უნდა იყო. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას, თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცის და დაგღუპავს. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
თავიდან ყველაფერი ძნელია. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
დიდი ხნით უსაშველოდ შეყვარებულ ქალთან პირველი პაემანი გახსოვთ? გახსოვთ, აბა რა ჯანდაბა დაგავიწყებთ. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ოფლისა და სისხლის დაუღვრელად დამოუკიდებლობა არავის დაუმკვიდრებია. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ჭირის დღე მძიმე-მძიმედ გადის, მიჯახირობს, მიიზლაზნება, თუ გათენდა, დაღამება არ ეღირსება და თუ დაღამდა - გათენებას არ დაადგება საშველი. მაგრამ ერთი კია - ცხოვრებას ასწრებ. ბედნიერი უკან მოხედვას ვერ ახერხებს, წუთისოფელი ხელიდან ისე გამოეცლება. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
მგონია, ადამიანი იმაზე ადრეც კი, სანამ ანბანის სწავლას დაიწყებდეს, რაღაცისთვის უკვე მოწოდებულია და მერე ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი მასში მხოლოდ იმას ზრდიან, რისთვისაც ის გაჩნდა. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ერთგული, უღალატო შრომა გამოიღებს ნაყოფს. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ჭკუა თავშია და არა ხანში |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ვისაც ერთი ძირ იხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუსვა, სულ პაპანაქებაში უნდ აარონიო. |
ციტატის წყარო: ლიტ. ოტია იოსელიანი, ზოგი რამ სიბრძნეზე. გიზო ზარნაძის რედაქტორობით, თბილისი 2006
ოცდაათი წლსი ახალგარდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუტმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის ვერ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? |
მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენი თვითონ ვერ მეიყვან ამ მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, „ვეფხისტყაოსანს“ დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს. |
ვენახს ვწამლავდი „მაშინით“. დამიძახეს მეზობლებმა, - წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღაც ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, - იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ პისათელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე. |
წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი. |
საპატრონოა არა მხოლოდ ენა, არამედ მთელი ქვეყანა. რას დაამსგავსეს, ხომ ხედავთ. მტრისას, ჩვენ რომ დღეში ვართ. დანგრეული და დაქცეული საქართველო, თუმცა ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი მაინც სიტყვაა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიტყვით, ოღონდ ჯერ სიტყვაზე ვიზრუნოთ. |
- ბატონო ოტია, „დიდების მემორიალს“ რას ერჩოდნენ, ხომ ვერ მეტყვით? |
მე შენ გეტყვი, მდიდარი ენა არ გვაქვს, თუ სიტყვები გვაქვს საძებარი?! ეგ გვაქვს და ფასი არ ვიცით ამ საგანძურის. „ვეფხისტყაოსანში“ რაც სიტყვებია, არ გვყოფნის საწერად და სალაპარაკოდ?! რასაც ის არ ხმარობს, ჩვენ რატომ ვხმარობთ, თუკი იმ გენიოსს არ დაჭირვებია?! |