პეტრე ჩაიკოვსკი

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tchaikovsky.jpg

პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი - (რუს.: Пётр Ильич Чайкoвский; 7 მაისი, 1840 - 6 ნოემბერი, 1893) — რუსი კომპოზიტორი.

  • ერთადერთი ინტერესი, რომელიც მაკავშირებს ცხოვრებასთან, ეს ჩემი შემოქმედებაა.
  • სილამაზე მუსიკაში მდგომარეობს არა ეფექტებისა და ჰარმონიული დახვავებაში, არამედ უბრალოებისა და ბუნებრიობაში.
  • გახსოვდეთ, გენიოსობის ნიშნით აღბეჭდილი ადამიანიც ვერაფერს შექმნის არამცთუ დიდებულს, საშუალოსაც კი, თუ იგი ჯოჯოხეთურად არ შრომობს. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს მინიჭებული, მით უფრო მეტს უნდა შრომობდეს იგი.
  • ჰაიდნი აუცილებელი და მტკიცე რგოლია კომპოზიტორ-სიმფონისტების ჯაჭვში... მან უკვდავყო თავისი სახელი თუ გამოგონებით არა, ყოველ შემთხვევაში სონატისა და სიმფონიის იმ ჩინებული, იდეალურად გონივრული ფორმით, რომელიც შემდეგში სისრულის და სილამაზის უმაღლეს ხარისხამდე აიყვანეს მოცარტმა და ბეთჰოვენმა.
  • შუმანის მუსიკა გადაგვიშლის ახალი მუსიკალური ფორმების მთელ სამყაროს, ეხება სიმებს, რომლებსაც არ შეეხებიან მისი დიდი წინამორბედები.
  • მე ვლაპარაკობ მუსიკალურ ენაზე იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს რაიმე სათქმელი.
  • მგონია, რომ მე დაჯილდოებული ვარ თვისებით - მართლად, გულწრფელად და უბრალოდ გამოვხატო მუსიკით ის გრძნობები, განწყობილებები ან სახეები, რომლებსაც შთამაგონებს ტექსტი. ამ გაგებით მე რეალისტი და ჭეშმარიტი რუსი ადამიანი ვარ.
  • მხოლოდ იმ მუსიკას შეუძლია გულში მოხვედრა და აღელვება, რომელიც შემოქმედის სულის სიღრმიდან მოედინება.
  • ღმერთო ჩემო! რა მოკლეა სიცოცხლე! რამდენი რამ უნდა გავაკეთო ვიდრე ვიგრძნობ, რომ დროა შევჩერდე!
  • ჩემი რწმენა მომავლის სამართლიან განაჩენში ურყევია. მე წინასწარ სიცოცხლეშივე ვტკბები დიდების იმ მცირედი ნაწილით, რომელსაც რუსული ხელოვნების ისტორია მომანიჭებს.
  • ჩემი ღრმა რწმენით, მოცარტი არის უმაღლესი, კულმინაციური წერტილი, რომელსაც მუსიკის სფეროში მიაღწია სილამაზემ.
  • იმას, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას შევწირე , მოცარტს უნდა ვუმადლოდე. მან მისცა ბიძგი ჩემს მუსიკალურ ძალებს, მან მაიძულა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე შემყვარებოდა მუსიკა.
  • გენიალური მოხუცი ვერდი "აიდასა" და "ოტელოში" იტალიელ მუსიკოსებს ახალ გზებს უკვლევს.
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
პეტრე ჩაიკოვსკი