პლინიუს უმცროსი
ვიკიციტატიდან
გაიუს პლინიუს კეცილიუს სეკუნდოსი (ლათ.: Gaius Plinius Caecilius Secundus ) (დაახ. 62 - დაახ. 113) რომაელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
- ისტორია იწერება ჭეშმარიტების დასადგენად.
- მისი ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ მას არ ჰქონდა ნაკლი.
- ჯობია გააკეთო ცოტა და შესანიშნავად, ვიდრე ბევრი და ასე თუ ისე, მაგრამ თუ ერთის შესანიშნავად გაკეთება არ შეგიძლია, ჯობია გააკეთო ბევრი, თუნდაც ასე თუ ისე.
- იგი (პლინიუს უფროსი) ამბობდა, არ არსებობს იმდენად ცუდი წიგნი, საიდანაც ვერაფერს ვერ ისწავლი.
- თუკი შენ მომავალი თაობის იმედი გაქვს, მათთვის დაუმთავრებელი საქმე იგივეა, რაც – დაუწყებელი.