პორტობელოელი ჯადოქარი

ვიკიციტატიდან

პორტობელოელი ჯადოქარი — ბრაზილიელი მწერლის პაულო კოელიოს რომანი, რომელიც დაწერიდან ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს გამოიცა.


  • არცერთ ადამიანს არ შეუძლია მეორეთი მანიპულირება. ორივეს გაცნობიერებული აქვს, რასაც აკეთებენ, თუნდაც მერე ერთ-ერთი მათგანი ჩიოდეს, რომ ის გამოიყენეს.


  • უფლის სიდიადე ყოველდღიურობაში მჟღავნდება.


  • თუ მარტოობას ებრძვი, ის უფრო მძაფრდება, სამაგიეროდ, უფრო სუსტდება, როდესაც უბრალოდ არც კი ვამჩნევთ.


  • ბუნება თავად ქმნის ყოველი წამის შესატყვის რიტმს.


  • სიხარული გადამდებია, ისევე, როგორც აღფრთოვანება და სიყვარული, ანდა როგორც მწუხარება, უგუნებობა და სიძულვილი.


  • ფულს მოაქვს... ფული და არა ბედნიერება.


  • რწმენა ნებისყოფაა.


  • ვინც იწამა რომ დამარცხდა, ყოველთვის დამარცხებული იქნება.


  • არ არსებობს ორი მსგავსი გზა, არ არსებობს ორი ერთნაირი ბედი.


  • ვიცი - ღმერთი მაწრთობს მწუხარების ალში.


  • როგორ ჰგავს ეს ცხოვრებას - სანამ ცეცხლი გაჩაღდება, ფიჩხი უნდა დაიმტვრეს.