ჟან დე ლა ბრუიერი
ვიკიციტატიდან
ციტატები [რედაქტირება]
ჟან დე ლა ბრუიერი (Jean de La Bruyère) (16 აგვისტო, 1645 - 10 მაისი, 1696) — ფრანგი ესეისტი და მორალისტი.
- ბოროტი ადამიანები ბუზებს ჰგვანან, რომლებიც ადამიანის სხეულზე დადიან და მხოლოდ მის წყლულებზე შეჩერდებიან ხოლმე.
- დრო განამტკიცებს მეგობრობას და აუფერულებს სიყვარულს.
- ადამიანებს სურთ,ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი.
- მხოლოდ ორი გზა არსებობს წარმატებისაკენ : თავდაუზოგავი შრომა და სხვების სიბრიყვე.
- ადამიანისათვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. როცა იგი იბადება, ვერ აცნობიერებს ვერაფერს, სიკვდილისას იტანჯება, ხოლო სანამ ცოცხალია, ავიწყდება, რომ იცხოვროს.
- სიცოცხლის შენახვას ადამიანები ყველაზე მეტად ცდილობენ და ,ამავე დროს,ყველაზე მეტად სწორედ მას არ უფრთხილდებიან.
- ვინც გრძნობს,მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა,მათთვის კი, ვინც აზროვნებს- კომედია.
- ქალი უნდა გასინჯო, შეაფასო ისე, როგორც ზომავენ თევზს.თუ თევზის გაზომვისას მხედველობაში არ მიიღება თავი და კუდი, ქალის შეფასებისას არ უნდა გაითვალისწინო ვარცხნილობა და ფეხსაცმელი.
- საცოდაობაა, როცა ადამიანს არც იმდენი ჭკუა აქვს, კარგად ილაპარაკოს და არც იმდენი გონიერება, რომ ენას კბილი დააჭიროს.
- სიყვარული უეცრად, ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს.
- ბავშვს არ აქვს არც წარსული, არც მომავალი. ჩვენგან განსხვავებით, ყმაწვილი მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს.
-
- ჟურ. თბილისელები; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.