რიჩარდ ბახი
ვიკიციტატიდან
- იპოვე უდიდესი მასწავლებლები – დაუსვი ურთულესი კითხვები. ისინი არასოდეს არ იტყვიან: “ისწავლე ფილოსოფია” ან “დაიცავი დისერტაცია”
ისინი იტყვიან: “შენ უკვე იცი”.
- არის მწვერვალები, რომლებზეც ასვლის შემდეგ შენ აღარ ეშვები ქვევით, არამედ გაშლი ფრთებს და მიფრინავ ზევით.
- რეალობას არაფერი აქვს საერთო იმასთან რასაც შენ ხედავ, შენი ვიწრო თვალთახედვით. რეალობა – ეს სიყვარულის გამოვლინებაა. სრულქმნილი სუფთა სიყვარული, რომელიც არ ეხება სივრცესა და დროს!
- ყოველი ადამიანი და ყველა მოვლენა შენს ცხოვრებაში ჩნდება იმიტომ, რომ თვითონ მოიხმე ის. რის გაკეთებას აირჩევ მათთან – შენი გადასაწყვეტია.
- სხეულის სიკვდილი, სხეულთან განშორებაა – გახსოვდეს! – ისეთივე სიზმარია, როგორც ცხოვრება მასში.
- შენ თავისუფალი ხარ შექმნა და პატივი სცე ნებისმიერ წარსულს, რომელსაც შენ ამოირჩევ, რათა განკურნო და გარდაქმნა საკუთარი მომავალი.