სამი მეგობარი

ვიკიციტატიდან

სამი მეგობარიერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც მწერალმა 1936 წელს ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა და ეხება დაკარგული თაობის პრობლემატიკას.


  • თავდაპირველი ის არის, რომ გულტან ახლოს არაფერი მიიკარო, რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ შეიძლება.


  • დღეს მთავარი ისაა, რომ თავდავიწყება შესძლო და არ იფიქრო!


  • პატიება არასოდეს არ ითხოვო, ბიჭუნი! კრინტი არ დასძრა. გაუგზავნე ყვავილები. წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი.


  • რატომ არის, რომ ძეგლებს უგებენ ზოგიერთ ადამიანებს და მთვარეს ან აყვავილებულ ხეს კი არა?


  • ის ვინც მარტოხელაა, მას ვერც მიატოვებენ.


  • სიყვარულისთვის აუცილებელია გარკვეული გულუბრყვილობა.


  • ჩვენ ყველანი ილუზიებითა და ვალებით ვცხოვრობთ.


  • რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება. ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ აუბედურებს კიდეც.


  • მასში რარაც იყო იმ იდუმალი მყუდროებისა, რაც მარტოოდენ ბუნებისთვის - ხეებისთვის, ღრუბელთათვის, ცხოველთათვის - ზოგჯერ კი ქალისთვისაც არის დამახასიათებელი.


  • სიცივე სევდას ჰგვრის ადამიანს.


  • ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის.


  • სიყვარული მშვენიერი რამ არის, მაგრამ ორთაგან ერთ-ერთი ყოველთვის მოიწყენს ხოლმე.


  • სიყვარულის გარეშე ადამიანი ხომ იგივეა, რაც შვებულებაში გასული მიცვალებული.


  • თქვენ წერილებს როდი წერთ - ტელეფონით რეკავთ; თქვენ აღარ ოცნებობთ - ქალაქგარეთ დასეირნობთ შაბათ ღამეს; სიყვარულში გონებას აქსოვთ და პოლიტიკაში უგუნურობას - საცოდავი ხალხი ხართ!


  • ნამდვილ ჯენტლმენს როგორ გამოიცნობენ ხოლმე, იცი? როცა გამოთვრება, თავი წესიერად უჭირავს.


  • ყოველ სიყვარულს მარადიულობა სწადია და სწორედ ეს არის სიყვარულის მარადიული წამება. მყარი ამ ქვეყნად არაფერი, არაფერი არ იყო.


  • ტაქტი -ეს გახლავთ დაუწერელი შეთანხმება სხვისი შეცდომების შეუმჩნევლობისა და მათი გაუსწორებლობის შესახებ, ესე იგი საცოდავი კომპრომისი.


  • ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება! ის განუკურნებელია.


  • დასრულებული ქალები მალე ბეზრდებათ მამაკაცებს, სრულყოფილნიც ასევე, „ფრაგმენტები“ კი - არასოდეს.


  • ადამიანი მხოლოდ წოლის დროს ეგუები საკუთარ არსებას მთელი სისრულით.


  • ადამიანი ყოველთვის დიადია თავისი განზრახვებით და არა მათი განხორციელებით. სწორედ ამით არის იგი მომხიბვლელი.


  • მამაკაცს სიყვარულისთვის არსებობა არ შეუძლია, მაგრამ სხვა ადამიანისთვის სიცოცხლე კი ძალუძს.


  • ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი.


  • როცა ადამიანს მიზანი აქვს დასახული, მაშინ ცხოვრება მეშჩანური, შეზღუდული ხდება.


  • ასე ვფიქრობდი, რომ ქალი არაფერს არ უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ იგი უყვარს. ეს, დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭერმეტყველნი არიან.


  • - ლოდინი ყველაზე საშინელი გრძნობაა.
- საშინელება სწორედ ის არის, როცა არავის და არაფერს არ ელოდები.


  • რამდენადაც უფრო კარგად იცნობენ ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მეტია მათ შორის გაუგებრობა და უთანხმოება და რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ისინი ერთმანეთს, მით უფრო უცხონი ხდებიან ურთიერთთათვის.


  • ადამიანს მხოლოდ მაშინ კარგავ, როცა იგი ამ ქვეყანას გამოეთხოვება.


  • ვიდრე ადამიანი ტავის ბედს არ ნებდება, ის ტავის ბედზე უფრო ძლიერია.


  • ცხოვრებაში მეტად შორს არ უნდა იხედებოდე წინ.


  • მარტოოდენ უბედურთ იციან, თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერი ადამიანი კი ისევე შეიგრძნობს ბედნიერებას, როგორც მანეკენი; ის მხოლოდ სხვას ანიჭებს ამ სიხარულს, თვითონ კი იგი არ გააჩნია. სინათლე არ ანათებს როცა ნათელია, სინათლე მხოლოდ სიბნელეში ანათებს.


  • მარტოობას გაცილებით ადვილად იტანს ადამიანი, როცა მას არავინ არ უყვარს.


  • ცხოვრება ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მარტოოდენ ეულნი კვდებოდნენ. ან კიდევ, როცა ერთმანეთი სძულთ და არა მაშინ, როცა უყვართ.