ვიკიციტატიდან
- ზოგიერთები იმიტომ გვეჩვენებიან დიდებად, ვინაიდან მათ კვარცხლბეკთან ერთად ზომავენ.
- სიცოცხლე თეატრივითაა, რომლის წარმოდგენაშიც მთავარია არა ხანგრძლივობა, არამედ ის , თუ როგორ შეასრულებ მასში საკუთარ როლს.
- ლოთობა ნებაყოფლობითი სიგიჟეა.
- შენი მრწამსი ზოგჯერ ციხეში ჯდომითაც უნდა დაიცვა.
- წვრილმანი შეცდომებიდან ადვილია მსხვილ მანკიერებებზე გადასვლა.
- მხოლოდ დროული სიმამაცეა ქების ღირსი.
- Manus manum lavat.
- ბედნიერებამ არასოდეს იცის ზომა.
- ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს.
- იარე არა იმ გზით, რა გზითაც სხვები დადიან, არამედ იმ გზით, რა გზითაც ძალგიძს იარო...
- ზოგი დაუწერელი კანონი დაწერილზე ძლიერია
- ცეზარისთვის ბევრი დაუშვებელია, იმიტომ რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია.
- ბედნიერება კაცს თავის დღეში იმოდენად მაღლა არ აიყვანს, რომ მაინც მეგობრის ყოლა არ იყოს მისთვის საჭირო.