სტენლი კუბრიკი

ვიკიციტატიდან
Stanley Kubrick (1975)

სტენლი კუბრიკი (ინგლ. Stanley Kubrick; დ. 26 ივლისი, 1928, მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ — გ. 7 მარტი, 1999, ჰერპენდენი, ჰერტფორდშირი, ინგლისი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ცნობილი როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ნოვატორი კინემატოგრაფისტი.


ციტატები[რედაქტირება]

  •  

ერთი კაცი შეუძლია, დაწეროს მოთხრობა ან სიმფონია. მთავარია, რომ ერთმა კაცმა შეძლოს ფილმის გადაღება.


  •  

ფილმი უფრო მეტად მუსიკას უნდა ჰგავდეს, ვიდრე მოგონილ ამბავს. მასში უნდა იგრძნობოდეს ხასიათებისა და გრძნობების დრამატული განვითარება. სათქმელი, რომელიც იმალება ემოციის მიღმა, მოგვიანებით თავადვე იჩენს თავს.


  •  

უაზრობა ცხოვრებისა უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ თავად იპოვოს ეს აზრი.


  •  

არ მიყვარს ინტერვიუების მიცემა - ან არასწრორ ინტერპრეტაციას ახლდენენ ჩემი ნათქვამისა ან, რაც ამაზე გაცილებით უარესია- ზედმიწევნით ზუსტად ახდენენ ჩემს ციტირებას.

  •  

დიდი ერები ყოველთვის ისე იქცეოდნენ, როგორც განგსტერები, ხოლო პატარა ერები - როგორც მეძავები.


  •  

როგორ დავაფასებდით მონა ლიზას, ლეონარდო და ვინჩის რომ ტილოს ქვედა კუთხეში მიეწერა: „ეს ქალბატონი იმიტომ იღიმის, რომ რაღაცას უმალავს თავის საყვარელს.“ ეს მიაჯაჭვავდა მნახველს რეალობას. არ მსურს, ჩემს ფილმსაც (2001) ასე დაემართოს.


  •  

ჩემი აზრით, სკოლების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ცდილობენ ასწავლონ ბავშვებს ყველაფერი, ხოლო ძირითადი მოტივატორი კი მხოლოდ კლასში ჩარჩენის ან ცუდი ნიშნის მიღების შიშია. ინტერესით მიღებული სწავლის პროდუქტიულობა ისევე აღემატება ამ უკანასკნელთ, როგორც ატომური ბომბის აფეთქება - ფეიერვერკს.


  •  

რეჟისორი კამერით ისეთივე თავისუფალი და შეუზღუდავია, როგორც მწერალი კალმით ხელში.


  •  

19 წლამდე არასდროს წამიკითხავს წიგნი საკუთარი სიამოვნებისათვის.