სულხან-საბა ორბელიანი

ვიკიციტატიდან
სულხან–საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი (დ. 3 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი], 1658, ტანძია, ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი — გ. 6 თებერვალი [ძვ. სტ. 26 იანვარი], 1725, მოსკოვი, რუსეთი ) — ქართველი მწერალი, მოაზროვნე, ლექსიკოგრაფი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მამად წოდებული. „ქართული ლექსიკონის“ და „სიბრძნე სიცრუის“ ავტორი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

კაცი, სახელის მძებნელი, უკვდავად შემირაცხია, მკვდრად იგი თქმულა, ვის ვაი სახელი ზედ არ აცხია.

  ციტატის წყარო: გელოვანი აკაკი, სიბრძნის სიმფონია, გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.654

  •  

ადამიანი უნდა ფასდებოდეს „საქმითა და აღსრულებითა“.

  •  

საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი.

  •  

კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნიტდა და თან ზედ დაყვედრიდა: რა ღორულად სჭამო?

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

ბედი მომეც და ნეხვთა დამფალო.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

ლოდი მაშინ მძიმეა, რა ადგილას იდვას, და რა ადგილით დაიძვრის, გასუბუქდესო.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

რაც სალარო გაქვს, თუ არ იხმარებ, ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

კეთილსა იტყვი სიტყვასა და მაშინც ხამს პოვნა მისიო.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან განმრავლდებისო.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს - გეწყინება!

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

ვერც ასეთს გასაცემს იქმს კაცი, რომ სხვას არ ექმნას, და არც კარგსა საქმესა ღმერთი დაუკარგავს.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

თორმეტნი შიშველს ნიფხავსა ხდიდნენ და ვერ გახადესო.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო!

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

ყველა მტერი იმის ცდაშია შესაფერის დრო იხელთოს რომ შემოიგდოს და წაახდინოს

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

დიდ მტერს კაცი შეეგუება ან გაეცლება

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

თანასწორ მტერს ან პასუხს გასცემს ან კიდევ თავს აარიდებს

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

შენიღბულ მტერს უფრო უნდა მოერიდოს ადამიანი, რადგან შენიღბული მტერი ნაცარში დაფლულ ცეცხლს ჰგავს რომელიც არ ჩანს და როდესაც გაქექავ ხელს დაგწვავს

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

შენიღბული მტერი უჩინარ სიკვდილს ჰგავს რომელიც ისე მოვა ვერანაირი ქრთამით, ძალით ან ხვეწნით ვერ გადარჩებით

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

„ეშმაკი ეშმაკურის საქმის მცოდნელია".

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

„კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს – გეწყინება!"

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

„უნაღვლო და უზრუნველი კაცი არა არს პირსა ყოვლისა ქვეყნისასა“.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

„სამნი განარისხებენ კაცსა: ერთი – შვილი ურჩი და - უსმინარი, მეორე – დიაცი მაგინებელი, მესამე – მონა - ყბედი".

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

„ძველად თქმულა: ერთმან გლახაკმან თქვა – მეფეთა ვჯობივარი ამად, რომ მე რაც მაქვს, მეყოფის და კიდეც ვჯობივარო და მათ ხმელეთი იშოვონ, არ იმყოფინებენ და არც გაძღებიანო!"

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

„მეფენი საჭურისთა და სხვათაცა საქმეთა სცნობენ და მეფეთა საქმესა ვერავინა სცნობენ, თუცა კაცი იგი არ გამეფდა, – რომ მათის საჯდომი მაღალია და დაბლიდამ არ ინახება”.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

„შენი ბედი შენისთანაა და რაც მას სჭირს, შენც იმას გაძლევს”.

 

სიბრძნე სიცრუისა

  •  

„სხვას კაცთან მიწყინეთ, თვარა ჩემს ქმართან მე ბოზობას ვერა საქმით ვერ მოვრჩებიო”.

 

სიბრძნე სიცრუისა


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]