სუნ-ძი
ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა სუნ ძუ-დან)
ომის ხელოვნება (ჩინურად: 孫子兵法; იკითხება: სუნ ძუ ბინ ფა; პირდაპირი მნიშვნელობა: სუნ ძუს სამხედრო სტრატეგია) -- ჩინური სამხედრო მოძღვრება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში სუნ ძუს მიერ. შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად.
- ომს უყვარს გამარჯვება, მაგრამ არ უყვარს გაჭიანურება.
- ასჯერ შეტაკება და ასჯერ გამარჯვება ეს არაა საუკეთესო, საუკეთესოა უცხო არმიის ბრძოლის გარეშე დამორჩილება.
- ომი მოტყუების გზაა. თუ რაიმე შეგიძლია, აჩვენე მეტოქეს რომ არ შეგიძლია; თუ სარგებლობ რამით, აჩვენე რომ ამით არ სარგებლობ; ახლოსაც რომ იყო, აჩვენე რომ შორს ხარ; შორსაც რომ იყო, აჩვენე რომ ახლოს ხარ.
- თუ გაიგე, რომ შენთან მეტოქის ჯაშუშია და გითვალთვალებს, აუცილებლად მოთაფლე, შენთან ახლოს გყავდეს.
- როდესაც ჯარისკაცების სიცოცხლე საფრთხეშია, მათ არაფრის არ ეშინიათ; როდესაც მათ არ აქვთ გამოსავალი, ისინი მაგრად არიან; როდესაც ისინი მტრის მიწაზე შედიან, მათ არაფერი არ აკავებთ; როდესაც ვერაფერს ვერ იზამენ, ისინი იბრძვიან.
- საუკეთესო ომია - მტრის ჩანაფიქრის ჩაშლა; შემდეგ ადგილზეა - მისი კავშირების დარღვევა; შემდეგ ადგილზეა - მისი ჯარის დამარცხება; ყველაზე ცუდია, ციხეების ალყა.
- ჯერ ქალწულივით იყავი და მეტოქე კარს გააღებს, შემდეგ კი გაქცეული კურდღელივით და იგი ვერ მოასწრებს თავდაცვას.
- ბევრის მართვა იგივეა, რაც ცოტას მართვა- საქმე ორგანიზებაშია.
- ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის არა, ის იქნება გამარჯვებული.
- ბრძოლაში მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა არ იძლევა უპირატესობას. არ ღირს შეტევა მხოლოდ შიშველ სამხედრო ძალაზე დაყრდნობით.