ტუპაკ ამარუ შაკური

ვიკიციტატიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტუპაკ ამარუ შაკური (დ. 16 ივნისი, 1971, ნიუ-იორკი, აშშ - გ. 13 სექტემბერი, 1996, ლას-ვეგასი, ნევადა) იყო ამერიკელი რეპერი, მსახიობი, აქტივისტი და მწერალი.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა „თუ კი არ შეგიძლია იპოვო ის, რისთვისაც გსურს რომ იცხოვრო, მაშინ უმჯობესია იპოვო ის, რისთვისაც ღირს სიკვდილი.“

 

My mama always used to tell me: „If you can't find somethin' to live for, you best find somethin' to die for.“

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

მე არავითარი შიში არა მაქვს სიკვდილის. ჩემი ერთადერთი შიშია რეინკარნაცია.

 

I don't have no fear of death. My only fear is coming back reincarnated.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

რეალობა მეტად უსამართლოა. მხოლოდ ოცნებებია სინამდვილე.

 

Reality is wrong. Dreams are for real.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

ნუთუ დანაშაულია, ვიბრძოლო იმისათვის, რაც მე მეკუთვნის?

 

Is it a crime, to fight, for what is mine?

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

ნუ შეიცვლები ჩემ მიმართ. ნუ გამომძალავ მანამდე, სანამ ამის მუდმივად კეთებას არ განიზრახავ.

 

Don't change on me. Don't extort me unless you intend to do it forever.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

მე ვარ 23 წლის. შესაძლოა ვყოფილიყავი მხოლოდ დედაჩემის შვილი, მაგრამ ყველა იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობ, ვარ ყველას შვილი. არავის გავუზრდივარ; მე გავიზარდე საზოგადოებაში.

 

I'm 23 years old. I might just be my mother's child, but in all reality, I'm everybody's child. Nobody raised me; I was raised in this society.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

ერთადერთი რამ, რაც მძინარე ადამიანთან შეიძლება მოვიდეს — სიზმრებია.

 

The only thing that comes to a sleeping man is dreams.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

მე ვარ საზოგადოების ანარეკლი.

 

I'm a reflection of the community.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

"Thug Life" ჩემთვის უკვე მკვდარია. — ტერმინი "Thug Life" მისივე მოგონილია და ეს მის ცხოვრების სტილს ასახავს. ეს სიტყვები მან მისი დაპატიმრებისას წარმოთქვა.

 

Thug Life to me is dead.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

ჩემი აზრით, მე ვარ ბრმა კაცი, რომელიც ჰქმნის ისტორიას.

 

In my mind I'm a blind man doin' time.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

ეს არის ბრძოლა ყველა შავკანიანი კაცისთვის. შენ იცი, თუ როგორ არის ეს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩვენი განსჯა.

 

It's a struggle for every young Black man. You know how it is, only God can judge us.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

მხოლოდ მაშინ მაქვს პრობლემები, როდესაც მძინავს.

 

The only time I have problems is when I sleep.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

არასოდეს მომიკლავს ვინმე, არასოდეს გამიუპატიურებია ვინმე, არასოდეს ჩამიდენია დანაშაული, ბოროტი განზრახვით.

 

I never killed anybody, I never raped anybody, I never committed no crimes that weren't honorable.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

დაე უფალმა განსაჯოს დამნაშავეები.

 

Let the Lord judge the criminals.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

საქმეში არავინაა ისეთი ძლიერი, რომ ვინმეს მეშინოდეს.

 

There's nobody in the business strong enough to scare me.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

რაც კი ციხეში შევითვისე, არის ის, რომ არ ძალმიძს შევცვალო საკუთარი თავი. არ შემიძლია მივჰყვე ცხოვრების განსხვავებულ სტილს. სწორედ ეს არის ის ცხოვრება, რომელიც მათ მომცეს და რაც მე შევქმენი.

 

What I learned in jail is that I can't change. I can't live a different lifestyle-this is it. This is the life that they gave and this is the life that I made.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.
  •  

ვაცნობიერებ რომ დავისჯები ასეთი მძიმე ცხოვრებისთვის.

 

I'll probably be punished for hard living.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete
  •  

თუ-კი გწამს ღმერთის არსებობა, მაშინ ძალაც უნდა შეგწევდეს, რათა იწამო სიკვდილი და მედგრად დახვდე მას.

 

If you believe in God, believe in Death Row East.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete
  •  

ამერიკა ითხოვს პატივისცემას.

 

America wants its respect.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete
  •  

რა ვუთხარი ყველა ჩემს ფანს, ვინც ჩემ შესახებ მხოლოდ სახელი და იმიჯი იცის. არ დაგავიწყდეთ, ეს შოუ-ბიზნესია და რაც არ უნდა მართალი იყო, იმიჯს მაინც იგონებ. ზოგიერთს მე დავამახსოვრდები იმიტომ, რომ განგსტერი და ლიდერი ვგონივარ, მაგრამ მე თქვენ გეუბნებით, ადამიანის დაფასება შეიძლება მხოლოდ მისი დაბადებიდან სიკვდილამდე განვლილი გზით.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

ვიცი, რომ ზოგჯერ ცუდად ხარ და გგონია, რომ შენთვის ყველაფერი დასრულდა, მაგრამ დამიჯერე, ყოველი ბნელი ღამის შემდეგ მოდის მზიანი დღე. ასე რომ, ასწიე თავი, გაიმართე წელში და გააკეთე ის, რაც ყოველთვის გსურდა.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete
  •  

მათ აქვთ ფული ომისთვის, მაგრამ არ შეუძლიათ გამოკვებონ ღარიბები.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete
  •  

სიმამაცე ისაა, რაც გიბიძგებს, რომ წამოდგე და ისაუბრო, მაგრამ სიმამაცე აგრეთვე ისიცაა, რომ დაჯდე და მოისმინო.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

ისინი ამბობენ, რომ მე მილიონერი ვარ და ამიტომ ბედნიერიც უნდა ვიყო. ჩემი აზრით კი სრულ ბედნიერებას ადამიანი ვერასოდეს ეღირსება დედამიწაზე და ის, ვინც ზეცაში ბედნიერი იქნება, აქ ყოველთვის უბედურია.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete
  •  

ხალხი მეკითხება: რომელი რელიგიის მიმდევარი ხარ? მე ვპასუხობ: რას ნიშნავს რელიგია? ეკლესიებს, რომლებსაც იმ მომენტში აშენებდნენ, როდესაც მილიონობით ხალხი შიმშილობდა? თუ ბიბლიას ან ყურანს, რომლებიც მხოლოდ მდიდრებისთვის იწერება და არცერთ გეტოში გაზრდილ ბავშვს არ შეუძლია იყიდოს? მე მწამს ღმერთის, რომელსაც, ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი არ უნდა და არც მოსწონს. ჩემი აზრით, რელიგია კარგი საშუალებაა ხალხის კონტროლისთვის, რასაც ესენი ჩემთან ვერასდროს მიაღწევენ.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete
  •  

მთელი მსოფლიო მეძახის მკვლელს, მაგრამ რაც კი გამიკეთებია, ვცდილობდი ბავშვებისათვის მეჩვენებინა, თუ რა არის რეალობა.

  ციტატის წყარო: Resurrection, 1971-1996
  •  

შენ შეიძლება მოკლა ადამიანი, მაგრამ ვერ მოკლავ მის საკუთრებას.

  ციტატის წყარო: The Rose That Grew from Concrete.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ტუპაკ ამარუ შაკური