უილ როჯერსი

ვიკიციტატიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილ როჯერსი

უილ როჯერსი (Will Rogers) (დ. 4 ნოემბერი, 1879 – გ. 15 აგვისტო, 1935) - ამერიკელი იუმორისტი.


  • დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, იყო კომიკოსი, როცა მთელი მთავრობა შენთვის მუშაობს.


  • ყოველი ჩვენგანი ვერ გახდება გმირი, ვიღაც ხომ მაინც უნდა დარჩეს ტაშის დამკვრელი.


  • ვერ იტყვი, რომ ცივილიზაცია წინ არ მიიწევს - სხვა თუ არაფერი, ყოველ ომში განსხვავებული მეთოდებით ხოცავენ ხალხს.


  • მადლობა უნდა ვთქვათ, რომ არ გვყავს იმდენი ხელისუფალი, რამდენსაც ვუხდით.


  • რეკლამა- ეს არის ხელოვნება, დაარწმუნო ხალხი, დახარჯონ ფული, რომელიც არ აქვთ, იმაზე, რაც საერთოდ არ სჭირდებათ.


  • ჩვენ ვართ პირველი ერი ისტორიაში, რომელიც ღატაკთა სახლში ავტომობილით მიდის.


  • მე არ ვარ ნამდვილი კინოვარსკვლავი. მე ჯერ კიდევ ის ცოლი მყავს, რომელიც ოცდარვა წლის წინ.


  • ხახვს შეუძლია ცხარე ცრემლებით აატიროს ადამიანი, მაგრამ ჯერ არ გამოუგონიათ ბოსტნეული, რომელიც მათ გააცინებს.


  • დიპლომატია ხელოვნებაა, თქვა : " რა საყვარელი ძაღლია!" , როცა კლდეს უყურებ.


  • ჩვენი კონსტიტუცია იცავს ჯაშუშებს, ლოთებსა და ამერიკის სენატორებს.


  • თუკი აღმოაჩინე, რომ ორმოში ზიხარ, პირველი რაც უნდა გააკეთო, ესაა- შეწყვიტე თხრა.


  • მხოლოდ მანამდე ხარ კომიკოსი, სანამ საკუთარ თავს სერიოზულად უყურებ და მაყურებელი სერიოზულად აღგიქვამს.


  • გმირობა ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე პროფესიაა.


  • ყველაფერი სასაცილოა, სანამ შენ არ გეხება.


  • ამერიკას არასდროს წაუგია ომი და არასდროს მოუგია კონფერენცია.
პირადი ხელსაწყოები